Facebook Twitter

საქმე №ა-4578-შ-119-2022 29 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ც–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი.რ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ორმხრივი თანხმობის შედეგად 1964 წლის 10 ივლისს სლობოძიეეში, მოლდოვის რესპუბლიკაში (სსრკ) დაბადებული ი.რ–ი და 1967 წლის 1 აგვისტოს თბილისში, საქართველოს რესპუბლიკა (სსრკ) დაბადებული ლ.ც–ი განქორწინდნენ.

2. ლ.ც–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

4. საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ჰქონდათ 15-დღიანი ვადა.

5. საფრანგეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისს გაცემული ცნობით სასამართლოს მდივანი ადასტურებს, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაზე ცნობის გაცემის დროისათვის საჩივარი დარეგისტრირებული არ ყოფილა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ლ.ც–ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, განქორწინების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ.ც–ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, განქორწინების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ორმხრივი თანხმობის შედეგად 1964 წლის 10 ივლისს სლობოძიეეში, მოლდოვის რესპუბლიკაში (სსრკ) დაბადებული ი.რ–ი და 1967 წლის 1 აგვისტოს თბილისში, საქართველოს რესპუბლიკა (სსრკ) დაბადებული ლ.ც–ი განქორწინდნენ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ც–ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, განქორწინების ნაწილში, დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ორმხრივი თანხმობის შედეგად 1964 წლის 10 ივლისს სლობოძიეეში, მოლდოვის რესპუბლიკაში (სსრკ) დაბადებული ი.რ–ი და 1967 წლის 1 აგვისტოს თბილისში, საქართველოს რესპუბლიკა (სსრკ) დაბადებული ლ.ც–ი განქორწინდნენ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი