Facebook Twitter

საქმე № ა-4986-შ-134-2022 10 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ. მ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ტე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, ----- საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 3 ივნისის (საქმის №------) გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის, ------ საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 3 ივნისის (საქმე №-----) გადაწყვეტილებით, დ. მ-სა და ი. კ-ეს შორის, 2018 წლის 21 მაისს, თბილისში/საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების სარეგისტრაცო №-------).

2. დ. მ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის, ---- საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 3 ივნისის (საქმე №-----) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის, ---- საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 3 ივნისის (საქმე №--- ---) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 3 ივნისიდან.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით და გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინებას დაეთანხმა.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, დ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ----- საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 3 ივნისის (საქმე №-----) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დ. მ-სა და ი. კ-ეს შორის, 2018 წლის 21 მაისს, თბილისში/საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების სარეგისტრაცო №----). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2022 წლის 3 ივნისიდან. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ---- საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 3 ივნისის (საქმე №----) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის, --- საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 3 ივნისის (საქმე №----) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ----- საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 3 ივნისის (საქმე №-----) გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა დ. მ-სა და ი. კ-ეს შორის, 2018 წლის 21 მაისს, თბილისში/საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაცო №-----);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე