საქმე №ას-1100-2022 04 ოქტომბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,---------- ბანკი“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ძე (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და საბონუსე თანხის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის მაისს ლ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,------- ბანკის“ მიმართ 2019 წლის 28 მარტის N--- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე 2019 წლის 01 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის მანძილზე ყოველთვიურად 850 ლარის იძლებითი განაცდურისა და 2018 წლის ბონუსის 200 ლარის დაკისრების მოთხოვნებით.
2. აღნიშნული სარჩელი მოპასუხემ არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 28 მარტის N---- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 თვის ხელფასის კომპენსაცია თვეში 850 ლარის ოდენობით, ხოლო სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და ბონუსის დაკისრების შესახებ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
5. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,------ ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ლ. მ-ძე აღდგენილ იქნა სს ,,--------- ბანკში“ ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში საკასაო ოპერაციების სამსახურის ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე, ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 01 ივნისიდან 2020 წლის 01 თებერვლამდე 850 ლარის, ხოლო 2020 წლის 01 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე გაზრდილი ხელფასის, ყოველთვიურად - 1000 ლარის ოდენობით.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,------- ბანკმა“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. 2022 წლის 03 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,------- ბანკის“ წარმომადგენელმა თ. მ-ემ, რომლითაც დააყენა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება: სს ,,------ ბანკის“ წარმომადგენელმა თ. მ-ემ სასამართლოს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.
13. აღიშნული დავის ფარგლებში ლ. მ-სა და სს ,,-------- ბანკს“ გაფორმებული მორიგების აქტის პირობების მიხედვით: ერთი მხრივ, ლ. მ-ძე (პ/ნ -------) (შემდგომში: „მოსარჩელე“) წარმოდგენილი ლ.ჭ-ის (პ/ნ -----) სახით, და მეორე მხრივ, სს „------ ბანკი“ (ს/კ: -----) (შემდგომში: „ბანკი“ ან/და „მოპასუხე“) წარმოდგენილი თ.მ-ის (პ/ნ ------) სახით, (შემდგომში ერთობლივად „მხარეები“) ვითვალისწინებთ რა მხარეთა შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის მორიგებით გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, მოქმედი კანონმდებლობისა და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე, ვაფორმებთ წინამდებარე მორიგების აქტს (შემდგომში: „მორიგების აქტი“) შემდეგი პირობებით:
1. პრეამბულა:
1.1. „მოსარჩელე“ სს „------ ბანკში“ უწყვეტად იყო დასაქმებული 1999 წლის 24 აგვისტოდან ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარს თვეში.
1.2. 2019 წლის 28 მარტის ბრძანებით „მოსარჩელე“ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2019 წლის 1 აპრილიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
1.3. „მოსარჩელესთან“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უსწრებდა სს „------ბანკის“ 2022 წლის 27 მარტის N--- ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პროცესების ოპტიმიზაციის, ავტომატიზაციის საჭიროებისა და ლინ ტრანსფორმაციის შედეგების გათვალისწინებით, ბიზნეს პროცესების ოპერატიულად, კვალიფიციურად და ოპტიმალური სქემით მართვისათვის, საჭირო გახდა ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ფუნქციური ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც განხორციელდა რეორგანიზაცია.
1.4. აღნიშნული რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლდა 12 ბექ-ოფისის მოლარე, მათ შორის „მოსარჩელე“.
1.5. „მოსარჩელეს“ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიეცა კომპენსაცია 4 (ოთხი) თვის ხელფასის ოდენობით.
1.6. „მოსარჩელემ“ 2019 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სს „------ ბანკის“ წინააღმდეგ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით №-------, სს „-----ბანკს“ ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 10 თვის ხელფასის ოდენობით, თვეში 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით.
1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება №----- სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „----- ბანკმა“ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, „მოსარჩელის“ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
1.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით №-----, ლ. მ-ძე აღდგენილი იქნა სს ,,----- ბანკში“ ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში საკასო ოპერაციების სამსახურის ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე. აგრეთვე, სს ,,----- ბანკს“ ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 01 ივნისიდან 2020 წლის 1 თებერვლამდე 850 ლარის, ხოლო 2020 წლის 1 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში, გაზრდილი ხელფასის ყოველთვიურად - 1000 ლარის ოდენობით;
1.10. სს „----- ბანკმა“ 2022 წლის 5 აგვისტოს საკასაციო წესით გასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება №--------.
1.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, სს „------ ბანკის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
1.12. ამჟამად, მხარეთა შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო დავა.
1.13. წინამდებარე მორიგების აქტით „მხარეები“ გამოთქვამენ სურვილს, აღნიშნული სასამართლო დავა დაასრულონ წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მორიგების პირობებით.
2. „მოსარჩელე“ და „მოპასუხე“ „მორიგების აქტის“ გაფორმებით ვთანხმდებით შემდეგზე:
2.1. წინამდებარე სამოქალაქო დავა სასამართლოში წყდება ურთიერთშეთანხმებით;
2.2. წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, „მოპასუხე“ უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაუხდის „მოსარჩელეს“ 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარს, რომელიც არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს;
2.3. „მოპასუხე“, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას შეასრულებს, „მოსარჩელის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით:
სს “---------ბანკი“
ბანკის კოდი: -------
ანგარიშის № -------------------
2.4. მორიგების აქტით, „მოპასუხის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, „მოსარჩელე“ ნებაყოფლობით სრულად აცხადებს უარს წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე, „მოპასუხის“ მიმართ არსებულ როგორც ფულად, ისე არაფულად მოთხოვნებზე, მათ შორის და არამხოლოდ, სამსახურში აღდგენაზე.
2.5. „მოსარჩელე“ აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, არც თავად და არც მისი ყოფილი/ახლანდელი/მომავალი წარმომადგენელი:
2.5.1. არ გადასცემს წინამდებარე საქმეში დაცულ ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაციას მესამე პირებს;
2.5.2. წინამდებარე დავის საგნიდან გამომდინარე/დავის საგანზე „მოპასუხის“, მისი შვილობილ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის შვილობილ(ებ)ის, მათი სამართალმემკვიდრე(ებ)ის / უფლებამონაცვლე(ებ)ის, ყოფილი / ახლანდელი წარმომადგენლ(ებ)ის წინააღმდეგ არ გააკეთებს ნეგატიურ/რეპუტაციის შემლახველ ან/და სხვა შინაარსის მქონე განცხადებებს ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით არ გააჟღერებს/დააფიქსირებს თავის აზრს/პოზიციას სოციალურ ქსელში, სატელევიზიო გადაცემებში ან/და ინფორმაციის მასობრივად გავრცელების სხვა საშუალებებში.
3. მორიგების აქტის პირობების დარღვევის შედეგები:
3.1. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.5.1 ან/და 2.5.2 პუნქტ(ებ)ში განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, „მოპასუხე“ უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც „მოსარჩელეს“ „მოპასუხის“ სასარგებლოდ დაეკისრება, პირგასამტეხლოს სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება, რაც არ ათავისუფლებს მას მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.5.1 ან/და 2.5.2 პუნქტ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.
3.2. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.2 ან/და 2.3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, „მოსარჩელე“ უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც ,,მოპასუხეს“ - სს „------ ბანკს“, ნაცვლად 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარისა დაეკისრება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდის ვალდებულება (რომელიც არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს).
4. მორიგების აქტის სხვა პირობები:
4.1 „მხარეები“ აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად;
4.2 მორიგების აქტის მორიგების პირობების სრულად შესრულების შემდგომ, წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით, მხარეებს ერთმანეთის მიმართ, პრეტენზიები აღარ ექნებათ.
4.3 მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაასაჩივრებენ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინებას და გამოთქვამენ თანხმობას, სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
15. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 1890 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 218-ე მუხლებით, 420-ე, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,------ ბანკის“ შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ საქმეზე №------- დაკმაყოფილდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სს ,,---------- ბანკს" დაუბრუნდეს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 04 აგვისტოს N---- საგადახდო დავალებით გადახდილი 1890 ლარი და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
პრეამბულა:
1.1. „მოსარჩელე“ სს „-------- ბანკში“ უწყვეტად იყო დასაქმებული 1999 წლის 24 აგვისტოდან ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარს თვეში.
1.2. 2019 წლის 28 მარტის ბრძანებით „მოსარჩელე“ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2019 წლის 1 აპრილიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
1.3. „მოსარჩელესთან“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უსწრებდა სს „------ ბანკის“ 2022 წლის 27 მარტის N--ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პროცესების ოპტიმიზაციის, ავტომატიზაციის საჭიროებისა და ლინ ტრანსფორმაციის შედეგების გათვალისწინებით, ბიზნეს პროცესების ოპერატიულად, კვალიფიციურად და ოპტიმალური სქემით მართვისათვის, საჭირო გახდა ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ფუნქციური ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც განხორციელდა რეორგანიზაცია.
1.4. აღნიშნული რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლდა 12 ბექ-ოფისის მოლარე, მათ შორის „მოსარჩელე“.
1.5. „მოსარჩელეს“ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიეცა კომპენსაცია 4 (ოთხი) თვის ხელფასის ოდენობით.
1.6. „მოსარჩელემ“ 2019 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სს „------- ბანკის“ წინააღმდეგ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით №-----, სს „------ ბანკს“ ლ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 10 თვის ხელფასის ოდენობით, თვეში 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით.
1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება №----- სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „------ბანკმა“ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, „მოსარჩელის“ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
1.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით №------, ლ. მ-ძე აღდგენილი იქნა სს ,,------ ბანკში“ ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში საკასო ოპერაციების სამსახურის ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე. აგრეთვე, სს ,,----- ბანკს“ ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 01 ივნისიდან 2020 წლის 1 თებერვლამდე 850 ლარის, ხოლო 2020 წლის 1 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში, გაზრდილი ხელფასის ყოველთვიურად - 1000 ლარის ოდენობით;
1.10.სს „------ ბანკმა“ 2022 წლის 5 აგვისტოს საკასაციო წესით გასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება №-------.
1.11.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, სს „------- ბანკის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
1.12.ამჟამად, მხარეთა შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო დავა.
1.13.წინამდებარე მორიგების აქტით „მხარეები“ გამოთქვამენ სურვილს, აღნიშნული სასამართლო დავა დაასრულონ წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მორიგების პირობებით.
2. „მოსარჩელე“ და „მოპასუხე“ „მორიგების აქტის“ გაფორმებით ვთანხმდებით შემდეგზე:
2.1. წინამდებარე სამოქალაქო დავა სასამართლოში წყდება ურთიერთშეთანხმებით;
2.2. წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, „მოპასუხე“ უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაუხდის „მოსარჩელეს“ 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარს, რომელიც არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს;
2.3.„მოპასუხე“, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას შეასრულებს, „მოსარჩელის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით:
სს “------- ბანკი“
ბანკის კოდი: -----
ანგარიშის № ------------
2.4. მორიგების აქტით, „მოპასუხის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, „მოსარჩელე“ ნებაყოფლობით სრულად აცხადებს უარს წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე, „მოპასუხის“ მიმართ არსებულ როგორც ფულად, ისე არაფულად მოთხოვნებზე, მათ შორის და არამხოლოდ, სამსახურში აღდგენაზე.
2.5. „მოსარჩელე“ აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, არც თავად და არც მისი ყოფილი/ახლანდელი/მომავალი წარმომადგენელი:
2.5.1. არ გადასცემს წინამდებარე საქმეში დაცულ ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაციას მესამე პირებს;
2.5.2. წინამდებარე დავის საგნიდან გამომდინარე/დავის საგანზე „მოპასუხის“, მისი შვილობილ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის შვილობილ(ებ)ის, მათი სამართალმემკვიდრე(ებ)ის / უფლებამონაცვლე(ებ)ის, ყოფილი / ახლანდელი წარმომადგენლ(ებ)ის წინააღმდეგ არ გააკეთებს ნეგატიურ/რეპუტაციის შემლახველ ან/და სხვა შინაარსის მქონე განცხადებებს ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით არ გააჟღერებს/დააფიქსირებს თავის აზრს/პოზიციას სოციალურ ქსელში, სატელევიზიო გადაცემებში ან/და ინფორმაციის მასობრივად გავრცელების სხვა საშუალებებში.
3. მორიგების აქტის პირობების დარღვევის შედეგები:
3.1. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.5.1 ან/და 2.5.2 პუნქტ(ებ)ში განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, „მოპასუხე“ უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც „მოსარჩელეს“ „მოპასუხის“ სასარგებლოდ დაეკისრება, პირგასამტეხლოს სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება, რაც არ ათავისუფლებს მას მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.5.1 ან/და 2.5.2 პუნქტ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.
3.2. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.2 ან/და 2.3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, „მოსარჩელე“ უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც ,,მოპასუხეს“ - სს „------- ბანკს“, ნაცვლად 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარისა დაეკისრება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდის ვალდებულება (რომელიც არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს).
4. მორიგების აქტის სხვა პირობები:
4.1. „მხარეები“ აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად;
4.2. მორიგების აქტის მორიგების პირობების სრულად შესრულების შემდგომ, წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით, მხარეებს ერთმანეთის მიმართ, პრეტენზიები აღარ ექნებათ.
4.3. მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაასაჩივრებენ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინებას და გამოთქვამენ თანხმობას, სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე.
2.შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება, გაუქმდეს საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე