29 ივნისი 2022 წელი
საქმე №ა-4584-შ-136-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კ.გ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №7585-19-00-2/8250)
დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ა. ძე გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ.ა. ძე გ–ისა და კ.ბ. ასულ გ–ვას შორის ქ. ასტანის ალმათის რაიონის მმაჩის რაიონული განყოფილების მიერ 2013 წლის 12 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომერი №3961 გაუქმდა/შეწყდა. არასრულწლოვანი ბავშვები: დ.დ. ძე გ–ი, დაბადების თარიღი: 06 აგვისტო 2014 წელი, ა. დ. ძე გ–ი, დაბადების თარიღი: 06 აგვისტო 2014 წელი, ა.დ. ასული (ქიზი) გ–ი, დაბადების თარიღი: 30 იანვარი 2016 წელი, და ს.დ. ასული (ქიზი) გ–ი, დაბადების თარიღი: 20 ნოემბერი 2018 წელი, დარჩნენ დედასთან კ.ბ. ასულ გ–ასთან ერთად ამ უკანასკნელის საცხოვრებელ მისამართზე. სარეზოლუციო ნაწილითვე განიმარტა, რომ ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ბავშვების აღზრდაში, ხოლო მშობელს, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ ბავშვები, უფლება არ აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს ამაში.
2. 2021 წლის 04 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კ.გ–ვამ და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №7585-19-00-2/8250) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორმა 2021 წლის 06 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოთხოვნის დაზუსტების მიზნით წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №7585-19-00-2/8250) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების მიხედვით, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 16 მარტს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განჩინებით კ.გ–ვას შუამდგომლობა, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №7585-19-00-2/8250) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები.
7. განსაზღვრული ვადის დაცვით, მოწინააღმდეგე მხარემ - დ.გ–იმ, წარმოადგინა მოსაზრება, რომ წინამდებარე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან კ.გ–თვის არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად დარჩენის ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა ეჭვქვეშ დააყენებს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვას. კ.გ–ვამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგინა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №7585-19-00-2/8250) და მოითხოვა მისი ცნობა-აღსრულება, იმ პირობებში, როდესაც თანდართული დოკუმენტით ცალსახად არ დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და არსებობს მისი აღსრულების საფუძველი. ამასთან, საყურადღებოა, რომ შუამდგომლობის ავტორი ერთდროულად მოითხოვს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, იმ ვითარებაში კი, როდესაც წარმოდგენილი არ არის ყაზახეთის რესპუბლიკის სააღსრულებო ფურცელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულება ნიშნავს კომპეტენციის მიღმა მსჯელობის წარმართვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ კ.გ–ვას შუამდგომლობა, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №7585-19-00-2/8250) დ.ა. ძე გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ.ა. ძე გ–ისა და კ.ბ. ასულ გ–იევას შორის ქ. ასტანის ალმათის რაიონის მმაჩის რაიონული განყოფილების მიერ 2013 წლის 12 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომერი #3961 გაუქმდა/შეწყდა. არასრულწლოვანი ბავშვები:დ.დ. ძე გ–ი, დაბადების თარიღი: 06 აგვისტო 2014 წელი, ა.დ. ძე გ–ი, დაბადების თარიღი: 06 აგვისტო 2014 წელი, ა.დ. ასული (ქიზი) გ–ი, დაბადების თარიღი: 30 იანვარი 2016 წელი, და ს.დ. ასული (ქიზი) გ–ი, დაბადების თარიღი: 20 ნოემბერი 2018 წელი, დარჩნენ დედასთან კ.ბ. ასულ გ–სთან ერთად მის საცხოვრებელ მისამართზე. სარეზოლუციო ნაწილითვე განიმარტა, რომ ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ბავშვების აღზრდაში, ხოლო მშობელს, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ ბავშები, უფლება არ აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს ამაში.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
11. საკასაციო პალატა მოწინააღმდეგე მხარის მითითებაზე, რომ შუამდგომლობის ავტორი ერთდროულად მოითხოვს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნავს, რომ 2021 წლის 06 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი განცხადებით შუამდგომლობის ავტორმა დააზუსტა მოთხოვნა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე არა ცნობა-აღსრულება, არამედ მხოლოდ ცნობა მოითხოვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 16 მარტს, შესაბამისად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ასევე მოწინააღმდეგე მხარის მითითება მასზე, რომ შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით არ დგინდება აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №7585-19-00-2/8250) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.გ–ვას შუამდგომლობა, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №7585-19-00-2/8250) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის ნაურიზბაის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №7585-19-00-2/8250), რომლითაც დაკმაყოფილდა დ.ა. ძე გ–ის სასარჩელო განცხადება და დ.ა. ძე გ–ისა და კ.ბ. ასულ გ–იევას შორის ქ. ასტანის ალმათის რაიონის მმაჩის რაიონული განყოფილების მიერ 2013 წლის 12 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომერი №3961 გაუქმდა/შეწყდა. არასრულწლოვანი ბავშვები: დ.დ. ძე გ–ი, დაბადების თარიღი: 06 აგვისტო 2014 წელი, ა.დ. ძე გ–ი, დაბადების თარიღი: 06 აგვისტო 2014 წელი, ა.დ. ასული (ქიზი) გ–ი, დაბადების თარიღი: 30 იანვარი 2016 წელი და ს.დ. ასული (ქიზი) გ–ი, დაბადების თარიღი: 20 ნოემბერი 2018 წელი, დარჩნენ დედასთან - კ.ბ. ასულ გ–იევასთან ერთად მის საცხოვრებელ მისამართზე. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ბავშვების აღზრდაში, ხოლო მშობელს, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ ბავშვები, უფლება არ აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს ამაში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე