Facebook Twitter

საქმე Nა-4935-შ-132-2022 19 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. რ-ტი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ. რ-ტი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის ------ სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება N --- --.

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ----- სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით N ----- ა. რ-სა და მ. პ. რ-ს შორის შეწყდა ქორწინება განქორწინების გზით. აღნიშნული გადაწყვეტილება 2021 წლის 13 იანვარს შევიდა კანონიერ ძალაში.

2. ა. რ-მა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) 2022 წლის 27 სექტემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ----- სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით N ----- საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორისა და შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორმა და მ. პ. რ-მა (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) იქორწინეს თბილისში 2016 წლის 21 სექტემბერს, თუმცა ხანგრძლივი თანაცხოვრების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ თავად მოწინააღმდეგე მხარემ მიმართა გერმანიის სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით, რასაც მეორე მხარეც (შუამდგომლობის ავტორი) დაეთანხმა, შესაბამისად, მათ შორის შეწყდა ქორწინება განქორწინების გზით. აღნიშნული გადაწყვეტილება 2021 წლის 13 იანვარს შევიდა კანონიერ ძალაში.

4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. რ-ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, გერმანიის ----- სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება N -----, რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის 2016 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე