საქმე №ა-4595-შ-124-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ი-ბ
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ბ და მოპასუხე ნ.ი-ბ განქორწინდნენ.
2. ნ.ი-ბ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზეც მხარეებმა წარადგინეს საკუთარი პოზიცია.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი არ გასაჩივრებულა და საბოლოოა 2022 წლის 18 მაისიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ნ.ი-ბ–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების სათანადო წესით (დედანთან ან სათანადოდ დამოწმებულ ასლთან ერთად აკინძული (შეკერილი) და ნოტარიულად დამოწმებული) დამოწმებული ქართული თარგმანი.
7. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2022 წლის 23 სექტემბერს.
8. 2022 წლის 27 სექტემბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და წარმოადგინა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დავალებული დოკუმენტები.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნ.ი-ბ–ს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.ი-ბ–ს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც მოსარჩელე მ. ბ და მოპასუხე ნ.ი-ბ განქორწინდნენ, უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
12. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
13. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების მე-19 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა საფუძველზე ცნობენ და აღასრულებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე გამოტანილ სამოქალაქო გადაწყვეტილებებს. ამავე ხელშეკრულების მე-20 მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ცნობისათვის საჭირო პირობებს (ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ-ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი).
14. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 23-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესი რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება.
15. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების, ისე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაცულია. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მ. ბ და მოპასუხე ნ.ი-ბ განქორწინდნენ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების მე-19, მე-20 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ი-ბს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-9 საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მ. ბ და მოპასუხე ნ.ი-ბ განქორწინდნენ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი