Facebook Twitter

საქმე №ას-972-2022 20 ოქტომბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს და 26 სექტემბრის განჩინებებში (ი. ქ-ას, ე. ქ-ას, შ. ქ-ას, ი. გ-ის და ე. ქ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებაზე, კომლის ქონებაში წილის მოთხოვნაზე უფლების დაკარგვის, საკომლო და საარქივო ჩანაწერის ბათილად ცნობის და კომლის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის და 20 ოქტომბრის განჩინებებით ი. ქ-ას, ე. ქ-ას, შ. ქ-ას, ი. გ-ის და ე. ქ-ას საკასაციო საჩივრები ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველი. (საქმე #ას-972-2022).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს და 26 სექტემბრის განჩინებებში საქმე Nას-972-2022 ნაცვლად არასწორად ქნა მითითებულ საქმე Nას-633-2022.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს და 26 სექტემბრის განჩინებებში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, საქმე Nას-633-2022 უნდა გასწორდეს და მიეთითოს საქმე Nას-972-2022.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს და 26 სექტემბრის განჩინებებში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს და 26 სექტემბრის განჩინებებში მითითებული საქმე Nას-633-2022 უნდა გასწორდეს და მიეთითოს საქმე Nას-972-2022;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი