Facebook Twitter

ას-92-2022

10 ივნისი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარეები (განმცხადებლები) – მ.ვ–ა, გ.ჭ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის გაუქმება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ნაწილში

დავის საგანი _ არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვაზე (გაყიდვაზე) თანხმობის გაცემა/აღსრულების მონიტორინგი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებელს დაევალა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრისთვის ინფორმაციის წარდგენა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია მექანიკური უსწორობა, კერძოდ, „გადაწყვეტილების“ ნაცვლად არასწორად მიეთითა „განჩინება“ და „გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა“-ს ნაცვლად არასწორად მიეთითა „დაადგინა“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უსწორობა, რაც უნდა გასწორდეს და არასწორად მითითებული „განჩინების“ ნაცვლად უნდა მიეთითოს „გადაწყვეტილება“, ხოლო, „დაადგინა“-ს ნაცვლად უნდა მიეთითოს - „გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და „განჩინების“ ნაცვლად მიეთითოს „გადაწყვეტილება“, ხოლო, „დაადგინა“-ს ნაცვლად მიეთითოს - „გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა“;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე