Facebook Twitter

საქმე №ას-1339-2020 5 ოქტომბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა (დისტანციურად)

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - მ. ლ-ის უფლებამონაცვლეები ა. მ-ლი, ლ. მ-ლი (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ბ-ლი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - წარმომადგენელი დ. ღ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა (ძირითად სარჩელში), მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის, ა. მ-ის და ლ. მ-ის სარჩელი, შ. ბ-ის მიმართ, უღირს მემკვიდრედ ცნობის და მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელი, მ. ლ-ის, ა. მ-ის და ლ. მ-ის მიმართ, მამის, ი. კ-ის მემკვიდრედ და სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა .

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების და 2019 წლის 14 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 27 ივლისს მხარეებმა მორიგების თაობაზე განცხადებით მომართეს სასამართლოს და წარმოადგინეს მორიგების აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები მათ შორის მორიგების მიღწევის მიზნით. მათ განაცხადეს, რომ ეთანხმებიან 2022 წლის 27 ივლისს წარმოდგენილ მორიგების აქტს და სასამართლოს მიერ აქტში შეტანილ რედაქციული ხასიათის ცვლილებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბერის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგების აქტი, ერთი მხრივ, მ. ლ-ის უფლებამონაცვლეებს ა. მ-ლი, ლ. მ-ლი და, მეორე მხრივ, შ. ბ-ლს შორის შემდეგი პირობებით, მხარეები ცნობად იღებენ, რომ:

1) ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის (საქმე N----) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 31 აგვისტოს სოფელ ----- ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული N--- ცნობა, რომლის საფუძველზეც ი. კ-მა (პ/ნ -----) მოახდინა ნ. მ-ის (პ/ნ ----) საკუთრებაში არსებული ხაშურის რაიონის სოფელ ---- მდებარე (625 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა N- საერთო ფართი 129,4 კვ.მ. შენობა ნაგებობა N- საერთო ფართი 53,4 კვ.მ. შენობა ნაგებობა N- საერთო ფართი 25,5 კვ.მ. წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი -----) უძრავი ქონების თავის საკუთრებაში რეგისტრაცია.

2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის (საქმე -----) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 9 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ი. კ-მა (პ/ნ -----) ვ. ბ-ლს აჩუქა ხაშურის რაიონის სოფელ --- მდებარე უძრავი ნივთი წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი: ---- და ა. მ-ლი (პ/ნ -----), მ. ლ-ძე (პ/ნ -----), ლ.მ-ლი (პ/ნ ------) ცნობილი იქნენ ხსენებული ქონების 3/4 ნაწილის მესაკუთრეებად.

3) საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია (საქმე ას-----) მოსარჩელეების ა. მ-ის (პ/ნ ----), მ. ლ-სა (პ/ნ ----) და ლ. მ-ის (პ/ნ ----) სარჩელის გამო მოპასუხე შ. ბ-ის (პ/ნ ----) მიმართ ი. კ-ის (პ/ნ -----) ნ. მ-ის (პ/ნ ----) უღირს მემკვიდრედ ცნობისა და ხაშურის რაიონის სოფელ ---- მდებარე უძრავი ნივთის წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი ------ - ის სასამართლოს მიერ ღიად დატოვებული 1/4-ის მესაკუთრედ ცნობაზე. ასევე შეგებებული სარჩელი შ. ბ-ის (პ/ნ -----) სარჩელის გამო ხსენებული უძრავი ქონების სასამართლოს მიერ ღიად დატოვებული 1/4-ის მესაკუთრედ ცნობაზე, რომელზედაც ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

4) ხაშურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია (საქმე N---) შ. ბ-ის (პ/ნ -----) სარჩელის გამო მოპასუხეების ა. მ-ის (პ/ნ -----), მ. ლ-სა (პ/ნ -----) და ლ. მ-ის (პ/ნ -----) მიმართ ნოტარიუს დ. ტ-ის მიერ 07.12.2010 წელს ნ. მ-ის (პ/ნ ----) სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ N-----სამკვიდრო მოწმობის 1/4 ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე, რომელზედაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე გასაჩივრებულია.

5) ხაშურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია (საქმე ----) ა. მ-ის (პ/ნ -----), მ. ლ-სა (პ/ნ ----) და ლ. მ-ის (პ/ნ -----) სარჩელისა გამო მოპასუხეების შ.ბ-სა (პ/ნ ------) და ვ. ბ-ის (პ/ნ -----) მიმართ (უძრავი ქონებით სარგებლობის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება).

6) 2021 წლის 09 იანვარს გარდაიცვალა მ. ლ-ძე (პ/ნ ----), მისი მემკვიდრეობა სრულად მიღებული აქვთ შვილებს: ა. მ-ლს (პ/ნ ----) და ლ. მ-ლს (პ/ნ ------), შესაბამისად, ზემოხსენებული უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი 1/4 წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია შვილებზე და ამ ეტაპზე, ა. მ-ის (პ/ნ -----) და ლ. მ-ის (პ/ნ-----) საკუთრებაში ირიცხება ხაშურის რაიონის სოფელ--- მდებარე (625 კვ.მ ფართობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1 საერთო ფართი 129,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #2 საერთო ფართი 53,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #3 საერთო ფართი 25,5 კვ.მ., წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი ------) ამჟამინდელი საკადასტრო კოდი -------- – 3/4 წილი.

მხარეები ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა და ყველა მიმდინარე საქმის გათვალისწინებით შეთანხმდნენ შემდეგზე:

1) შ. ბ-ლი (პ/ნ -----) (როგორც ი. კ-ის (პ/ნ -----) უფლებამონაცვლე) ცნობილ იქნეს ნ. მ-ის (პ/ნ -----) სამკვიდრო ქონებიდან ხაშურის რაიონის სოფელ ---- მდებარე (625 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა #1 საერთო ფართი 129,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #2 საერთო ფართი 53,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #3 საერთო ფართი 25,5 კვ.მ., წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი -----. ამჟამინდელი საკადასტრო კოდი -----), უძრავი ქონების (მორიგების აქტზე თანდართულ ნახაზზე ცისფრად დაშტრიხული) წილის მესაკუთრედ, ნაცვლად 1/4-ისა, რომელშიც შედის ი. კ-ის (პ/ნ ------) სამკვიდრო წილიც.

2) ა. მ-ლს (პ/ნ------) და ლ. მ-ლს (პ/ნ -----) საკუთრების უფლებით გადაეცეთ ხაშურის რაიონის სოფელ --- მდებარე (625 კვ.მ ფართობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა #1 საერთო ფართი 129,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #2 საერთო ფართი 53,4 კვ.მ. შენობა ნაგებობა #3 საერთო ფართი 25,5 კვ.მ. წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი -----. ამჟამინდელი საკადასტრო კოდი -----) უძრავი ქონების (მორიგების აქტზე თანდართულ ნახაზზე წითლად დაშტრიხული) წილი, ნაცვლად 3/4 -ისა.

3) შ. ბ-ლი (პ/ნ ------) უარს აცხადებს: ა) ნ. მ-ისა (პ/ნ -----) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ -----) სხვა სამკვიდრო ქონებაზე; ბ) ნოტარიუს დ. ტ-ის მიერ, 07.12.2010 წელს ნ. მ-ის (პ/ნ -----) სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ N---- სამკვიდრო მოწმობის ნაწილის ან/და მთლიანად ბათილად ცნობაზე; გ) შ. ბ-ლი (პ/ნ ----) წყვეტს ყველანაირ დავას და უარს ამბობს ნ. მ-სა (პ/ნ ----) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ -----) მემკვიდრეობაზე სამომავლოდაც, ასევე უარს ამბობს ნ. მ-სა (პ/ნ -----) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ -----) სხვა დანაშთ ქონებაზე; დ) შ. ბ-ლი (პ/ნ ------) თანახმაა თავის სარჩელზე (საქმე N----) მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოპასუხეთა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ე) შ. ბ-ლი (პ/ნ ----) უარს ამბობს ნ. მ-ისა (პ/ნ -----) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ ------) მემკვიდრეობაზე.

4) მოსარჩელე შ. ბ-ლი (პ/ნ ----) უარს აცხადებს ნ. მ-ისა (---- ----) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ -----) დანაშთ სხვა ქონებაზე სრულად, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.

5) ა. მ-ლი (პ/ნ -----) და ლ. მ-ლი (პ/ნ -----) წყვეტენ საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე ყველა სხვა დავას.

6) მოსარჩელე შ. ბ-ლი (პ/ნ ----) თანახმაა, რომ ა. მ-ლს (პ/ნ ----) და ლ. მ-ლს (პ/ნ -----) გარდა ზემოხსენებული უძრავი ქონების (წინა საკადასტრო კოდი -----. ამჟამინდელი საკადასტრო კოდი -----) (მორიგების აქტზე თანდართულ ნახაზზე წითლად დაშტრიხული) წილისა, საკუთრების უფლებით გადაეცეთ ნ. მ-ის (პ/ნ -----) დანაშთი ქონება სრულად, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი და საერთოდ უარს აცხადებს ნ. მ-ის (პ/ნ -----) მემკვიდრეობაზე.

7) მხარეები მხოლოდ გამიჯვნისათვის შესასრულებელ ყველა სამუშაოს (კერძოდ, ამოაშენებენ წარმოდგენილ ნახაზზე შენობა #3-ის პირველ სართულზე არსებულ: ა) 24,5 კვ.მ და 13,7 კვ.მ. ფართობის ოთახებს შორის დამაკავშირებელ კარის ღიობს; ბ) 12,5 კვ.მ. და 12,3 კვ.მ. ფართობის ოთახებს შორის დამაკავშირებელ კარის ღიობს; გ) მეორე სართულზე არსებულ 26,5 კვ.მ. და 14,4 კვ.მ. ფართობის ოთახებს შორის დამაკავშირებელ კარის ღიობს; დ) 14,8 კვ.მ. და 13,7 კვ.მ. ფართობის ოთახებს შორის დამაკავშირებელ კარის ღიობს. ასევე მოაწყობენ წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით ღობეს, ეზოს გამიჯვნისთვის) ასრულებენ ერთობლივად და გაწეულ ხარჯებს ინაწილებენ თანაბარწილად; 2) სხვა დანარჩენ სამუშაოს ასრულებენ ინდივიდუალურად და თავიანთი ხარჯებით; 3) შ. ბ-ლი (პ/ნ ------) დართავს ნებას ა. მ-ლს (პ/ნ -----) და ლ. მ-ლს (პ/ნ ------) მის ტერიტორიაზე გაატარებინოს წყლისა და კანალიზაციის მილები; 4) წილების გამყოფი კედლები წარმოადგენს საერთო საკუთრებას; 5) ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრირებულია ა. მ-ლი (პ/ნ -----) და არსებული მრიცხველი დარჩეს მის საკუთრებაში. 6) ნახაზის მიხედვით გამიჯნულ იქნეს ელექტროენერგიის სადენები, სხვენი და სახურავი. შ. ბ-ლი (პ/ნ ------) დარეგისტრირდეს ელექტროენერგიის გადამხდელ დამოუკიდებელ აბონენტად; 7) ამ მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება.

8. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება, გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი, ერთი მხრივ, მ. ლ-ის უფლებამონაცვლეებს ა. მ-ლი, ლ. მ-ლი და, მეორე მხრივ, შ. ბ-ლს შორის შემდეგი პირობებით, მხარეები ცნობად იღებენ, რომ:

1) ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის (საქმე N----) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 31 აგვისტოს სოფელ ---- ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული N--- ცნობა, რომლის საფუძველზეც ი. კ-მა (პ/ნ -----) მოახდინა ნ. მ-ის (პ/ნ -------) საკუთრებაში არსებული ხაშურის რაიონის სოფელ --- მდებარე (625 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა N1 საერთო ფართი 129,4 კვ.მ. შენობა ნაგებობა N2 საერთო ფართი 53,4 კვ.მ. შენობა ნაგებობა N3 საერთო ფართი 25,5 კვ.მ. წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი -----) უძრავი ქონების თავის საკუთრებაში რეგისტრაცია.

2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის (საქმე -----) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 9 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ი. კ-ვმა (პ/ნ -------) ვ. ბ-ლს აჩუქა ხაშურის რაიონის სოფელ ---- მდებარე უძრავი ნივთი წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი: ---- და ა. მ-ლი (პ/ნ -----), მ. ლ-ძე (პ/ნ --------), ლ. მ-ლი (პ/ნ -----) ცნობილი იქნენ ხსენებული ქონების 3/4 ნაწილის მესაკუთრეებად.

3) საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია (საქმე ას-----2020) მოსარჩელეების ა.მ-ის (პ/ნ -----), მ. ლ-სა (პ/ნ ------) და ლ. მ-ის (პ/ნ -----) სარჩელის გამო მოპასუხე შ. ბ-ის (პ/ნ ----) მიმართ ი. კ-ის (პ/ნ------) ნ. მ-ის (პ/ნ ----) უღირს მემკვიდრედ ცნობისა და ხაშურის რაიონის სოფელ --- მდებარე უძრავი ნივთის წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი ----- - ის სასამართლოს მიერ ღიად დატოვებული 1/4-ის მესაკუთრედ ცნობაზე. ასევე შეგებებული სარჩელი შ. ბ-ის (პ/ნ -----) სარჩელის გამო ხსენებული უძრავი ქონების სასამართლოს მიერ ღიად დატოვებული 1/4-ის მესაკუთრედ ცნობაზე, რომელზედაც ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

4) ხაშურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია (საქმე N----) შ. ბ-ის (პ/ნ ------) სარჩელის გამო მოპასუხეების ა. მ-ის (პ/ნ ----), მ. ლ-სა (პ/ნ ----) და ლ. მ-ის (პ/ნ ----) მიმართ ნოტარიუს დ. ტ-ის მიერ 07.12.2010 წელს ნ. მ-ის (პ/ნ -----) სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ N----- სამკვიდრო მოწმობის 1/4 ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე, რომელზედაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე გასაჩივრებულია.

5) ხაშურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია (საქმე ----) ა. მ-ის (პ/ნ ------), მ. ლ-სა (პ/ნ -----) და ლ. მ-ის (პ/ნ -----) სარჩელისა გამო მოპასუხეების შ. ბ-სა (პ/ნ ------) და ვ. ბ-ის (პ/ნ -----) მიმართ (უძრავი ქონებით სარგებლობის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება).

6) 2021 წლის 09 იანვარს გარდაიცვალა მ. ლ-ძე (პ/ნ -----), მისი მემკვიდრეობა სრულად მიღებული აქვთ შვილებს: ა. მ-ლს (პ/ნ -----) და ლ. მ-ლს (პ/ნ ------), შესაბამისად, ზემოხსენებული უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი 1/4 წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია შვილებზე და ამ ეტაპზე, ა. მ-ის (პ/ნ ------) და ლ. მ-ის (პ/ნ -----) საკუთრებაში ირიცხება ხაშურის რაიონის სოფელ --- მდებარე (625 კვ.მ ფართობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1 საერთო ფართი 129,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #2 საერთო ფართი 53,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #3 საერთო ფართი 25,5 კვ.მ., წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი -----) ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ------- – 3/4 წილი.

მხარეები ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა და ყველა მიმდინარე საქმის გათვალისწინებით შეთანხმდნენ შემდეგზე:

1) შ. ბ-ლი (პ/ნ -----) (როგორც ი. კ-ის (პ/ნ ------) უფლებამონაცვლე) ცნობილ იქნეს ნ. მ-ის (პ/ნ ------) სამკვიდრო ქონებიდან ხაშურის რაიონის სოფელ ---- მდებარე (625 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა #1 საერთო ფართი 129,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #2 საერთო ფართი 53,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #3 საერთო ფართი 25,5 კვ.მ., წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი -----. ამჟამინდელი საკადასტრო კოდი -----), უძრავი ქონების (მორიგების აქტზე თანდართულ ნახაზზე ცისფრად დაშტრიხული) წილის მესაკუთრედ, ნაცვლად 1/4-ისა, რომელშიც შედის ი. კ-ის (პ/ნ ------) სამკვიდრო წილიც.

2) ა. მ-ლს (პ/ნ -----) და ლ. მ-ლს (პ/ნ ----) საკუთრების უფლებით გადაეცეთ ხაშურის რაიონის სოფელ ----- მდებარე (625 კვ.მ ფართობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა #1 საერთო ფართი 129,4 კვ.მ., შენობა ნაგებობა #2 საერთო ფართი 53,4 კვ.მ. შენობა ნაგებობა #3 საერთო ფართი 25,5 კვ.მ. წინა გაუქმებული საკადასტრო კოდი ------. ამჟამინდელი საკადასტრო კოდი -----) უძრავი ქონების (მორიგების აქტზე თანდართულ ნახაზზე წითლად დაშტრიხული) წილი, ნაცვლად 3/4 -ისა.

3) შ. ბ-ლი (პ/ნ -----) უარს აცხადებს: ა) ნ. მ-სა (პ/ნ ----) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ -----) სხვა სამკვიდრო ქონებაზე; ბ) ნოტარიუს დ. ტ-ის მიერ, 07.12.2010 წელს ნ. მ-ის (პ/ნ -----) სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ N---- სამკვიდრო მოწმობის ნაწილის ან/და მთლიანად ბათილად ცნობაზე; გ) შ. ბ-ლი (პ/ნ -----) წყვეტს ყველანაირ დავას და უარს ამბობს ნ. მ-სა (პ/ნ -----) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ -----) მემკვიდრეობაზე სამომავლოდაც, ასევე უარს ამბობს ნ. მ-ისა (პ/ნ ------) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ -------) სხვა დანაშთ ქონებაზე; დ) შ.ბ-ლი (პ/ნ -------) თანახმაა თავის სარჩელზე (საქმე N----) მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოპასუხეთა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ე) შ. ბ-ლი (პ/ნ -----) უარს ამბობს ნ. მ-სა (პ/ნ -----) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ ------) მემკვიდრეობაზე.

4) მოსარჩელე შ. ბ-ლი (პ/ნ -----) უარს აცხადებს ნ. მ-ისა (------) და თავისი მამის - ი. კ-ის (პ/ნ ----) დანაშთ სხვა ქონებაზე სრულად, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.

5) ა. მ-ლი (პ/ნ-----) და ლ. მ-ლი (პ/ნ ----) წყვეტენ საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე ყველა სხვა დავას.

6) მოსარჩელე შ. ბ-ლი (პ/ნ -----) თანახმაა, რომ ა. მ-ლს (პ/ნ -----) და ლ. მ-ლს (პ/ნ -----) გარდა ზემოხსენებული უძრავი ქონების (წინა საკადასტრო კოდი -----. ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ----) (მორიგების აქტზე თანდართულ ნახაზზე წითლად დაშტრიხული) წილისა, საკუთრების უფლებით გადაეცეთ ნ. მ-ის (პ/ნ ------) დანაშთი ქონება სრულად, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი და საერთოდ უარს აცხადებს ნ. მ-ის (პ/ნ -----) მემკვიდრეობაზე.

7)

1) მხარეები მხოლოდ გამიჯვნისათვის შესასრულებელ ყველა სამუშაოს (კერძოდ, ამოაშენებენ წარმოდგენილ ნახაზზე შენობა #3-ის პირველ სართულზე არსებულ: ა) 24,5 კვ.მ და 13,7 კვ.მ. ფართობის ოთახებს შორის დამაკავშირებელ კარის ღიობს; ბ) 12,5 კვ.მ. და 12,3 კვ.მ. ფართობის ოთახებს შორის დამაკავშირებელ კარის ღიობს; გ) მეორე სართულზე არსებულ 26,5 კვ.მ. და 14,4 კვ.მ. ფართობის ოთახებს შორის დამაკავშირებელ კარის ღიობს; დ) 14,8 კვ.მ. და 13,7 კვ.მ. ფართობის ოთახებს შორის დამაკავშირებელ კარის ღიობს. ასევე მოაწყობენ წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით ღობეს, ეზოს გამიჯვნისთვის) ასრულებენ ერთობლივად და გაწეულ ხარჯებს ინაწილებენ თანაბარწილად; 2) სხვა დანარჩენ სამუშაოს ასრულებენ ინდივიდუალურად და თავიანთი ხარჯებით; 3) შ. ბ-ლი (პ/ნ ------) დართავს ნებას ა. მ-ლს (პ/ნ -----) და ლ. მ-ლს (პ/ნ -----) მის ტერიტორიაზე გაატარებინოს წყლისა და კანალიზაციის მილები; 4) წილების გამყოფი კედლები წარმოადგენს საერთო საკუთრებას; 5) ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრირებულია ა. მ-ლი (პ/ნ -----) და არსებული მრიცხველი დარჩეს მის საკუთრებაში. 6) ნახაზის მიხედვით გამიჯნულ იქნეს ელექტროენერგიის სადენები, სხვენი და სახურავი. შ. ბ-ლი (პ/ნ ------) დარეგისტრირდეს ელექტროენერგიის გადამხდელ დამოუკიდებელ აბონენტად; 7) ამ მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება.

8. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება, გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;

9. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

10. ა. მ-ლს და ლ. მ-ლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ლ. მ-ის (პ/ნ -----) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი;

11. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური