საქმე №ა-4011-შ-106-2022 01 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ც. ჭ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ქ-ლუ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №----- გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №----- გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ქ-ლუ (S. K-LU), მამის სახელი ო, დედის სახელი ჰ, დაბადებული 15/03/19-- წელს გ-ი, თ.რ. პირადი ნომერი ----- და ც. ჭ-ძე (T. T-ZE), საქართველოს მოქალაქე, უცხოეთის პირადი ნომერი ----- (დოკუმენტის N: -----), მამის სახელი ი. (Y.), დედის სახელი ვ. (V.), დაბადებული 05/12/19-- წელს საჩხერე, ----, თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის მიხედვით, განქორწინდნენ.
2. ც. ჭ-ის წარმომადგენელმა თ. ნ-ემ 2022 წლის 22 ივლისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.
3. ც. ჭ-ის წარმომადგენელმა თ. ნ-ემ 2022 წლის 28 ივლისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მხარეებმა სასამართლოში წარადგინეს ერთობლივად ხელმოწერილი 26.07.2021წ. განქორწინების აქტი.
5. თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ორივე მხარე პირადად ესწრებოდა სასამართლო სხდომას და მათ განქორწინებაზე თანხმობა განაცხადეს.
6. თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) საბოლოო გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ძალაში შესვლა) დადასტურებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილება 2021 წლის 24 სექტემბერს შევიდა ძალაში.
7. შუამდგომლობაზე დართული ქორწინების მოწმობიდან ირკვევა, რომ მხარეები საქართველოში დაქორწინდნენ. ქორწინებისას შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქე იყო.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ც. ჭ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ჭ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება „სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ (შემდგომში - „ორმხრივი ხელშეკრულება“) და აქედან გამომდინარე, წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა სწორედ აღნიშნულ ხელშეკრულებას დაეყრდნობა.
13. ორმხრივი ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.
14. ორმხრივი ხელშეკრულების მე-20 მუხლში ჩამოთვლილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.
15. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია.
16. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ჭ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის --- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ---- რაიონული მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 03 აგვისტოს №---- გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ქ-ლუ (S. K-LU), მამის სახელი ო, დედის სახელი ჰ, დაბადებული 15/03/19--- წელს ----, თ.რ. პირადი ნომერი ------ და ც. ჭ-ძე (T. T-ZE), საქართველოს მოქალაქე, უცხოეთის პირადი ნომერი ----- (დოკუმენტის N: ----), მამის სახელი ი. (Y.), დედის სახელი ვ. (V.), დაბადებული 05/12/19… წელს საჩხერე, ----, თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის მიხედვით, განქორწინდნენ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი