Facebook Twitter

საქმე №ა-2857-შ-85-2022 30 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ი.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-16 მომრიგებელი სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის №2020/894 (2020/903) გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-16 მომრიგებელი სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის №2020/894 (2020/903) გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 აპრილს მამკვიდრებლის - შ.ი–ის (მამის სახელი ო., დედის სახელი შ., თ.რ. პ/ნ ....., დაბადებული 01.01.1937წ.) გარდაცვალებით მემკვიდრეობა გაიყოფა 16 ნაწილად, საიდანაც:

1.1. 4 წილი ერგება ნ.ი–ს (მამის სახელი ხ., დედის სახელი ზ., დაბადებული 29.05.1953წ., თ.რ. პ/ნ .......);

1.2. 3 წილი ერგება ა. მ–ს (მამის სახელი შ., დედის სახელი შ., დაბადებული 15.10.1965წ. თ.რ. პ/ნ ....);

1.3. 3 წილი ერგება ა.ი–ს (მამის სახელი შ., დედის სახელი შ., დაბადებული 01.10.1961 წ., თ.რ პ/ნ ......);

1.4. 3 წილი ერგება ა.ი–ს (მამის სახელი შ., დედის სახელი შ., დაბადებული 15.10.1965წ. თ.რ. პ/ნ .....);

1.5. 3 წილი ერგება ს.ი–ს (მამის სახელი შ., დედის სახელი შ., დაბადებული 25.04.1971 წ., თ.რ. პ/ნ .....).

2. 2022 წლის 2 ივნისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) ნ.ი–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-16 მომრიგებელი სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის №2020/894 (2020/903) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რამდენადაც მემკვიდრეებს შეძლებოდათ ნოტარიუსისათვის მიემართათ სამკვიდრო მოწმობის მიღებისათვის საქართველოში არსებულ უძრავ ქონებაზე, რომლის მესაკუთრეც იყო მამკვიდრებელი.

3. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-16 მომრიგებელი სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის №2020/894 (2020/903) გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სამკვიდრო მოწმობის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელზე გაიმართა ღია სასამართლო განხილვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით ნ.ი–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-16 მომრიგებელი სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის №2020/894 (2020/903) გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

5. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და 2022 წლის 5 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

10. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით ნ.ი–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-16 მომრიგებელი სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის №2020/894 (2020/903) გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

12. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და 2022 წლის 5 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა.

13. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).

15. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ი–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-16 მომრიგებელი სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის №2020/894 (2020/903) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე