Facebook Twitter

საქმე №ას-651-2022 24 ივნისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – გ.ბ-ძე, შპს "ე-------ტი" (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება, შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, შპს "ე------ტის" და გ. ბ-ის წარმომადგენელს, შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე ეთქვა უარი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ის და შპს "ე-----ის" წარმომადგენელმა ო. ხ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, გ. ბ-ეს და შპს "ე-----ტს" შეგებებული სარჩელის მიღებაზე, უარი ეთქვათ. აღნიშნული განჩინებაზე წარადგინეს კერძო საჩივარი, რომელზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით ეთქვათ უარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე, არ საჩივრდება.

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, ვინაიდან ზემდგომმა სასამართლომ 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ყოველივე ზემოაღნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 2591-ე, 396-ე 397-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის და შპს "ე-----ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი