Facebook Twitter

საქმე №ას-105-2022 7 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - ა.ვ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - შ.უ–ი (დ.შ–ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ.უ–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნასყიდობის ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა.ვ–მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - მ.უ–ის და დ.შ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. დ.შ–მა შეიტანა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მასსა და ა.ვ–ს შორის უძრავ ნივთზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სესხის ხელშეკრულებად აღიარება და უძრავ ნივთზე ა.ვ–ის საკუთრების უფლების გაუქმება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ვ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დ.შ–ის და მ.უ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი და გადაეცა მოსარჩელე ა.ვ–ს; დ.შ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით დ.შ–ის და მ.უ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დ.შ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება აღიარებულ იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებად, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარებულ იქნა დ.შ–ი. დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით ა.ვ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით მ.უ–ის წარმომადგენელ ლ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის (№ას-105-2022) წარმოება გარდაცვლილი დ.შ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

საკასაციო პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, მ.უ–ის და შ.უ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე (№ას-105-2022) და დ.შ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ.უ–ი.

2022 წლის 21 ოქტომბერს მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მორიგების აქტი წარმოადგინეს და მისი, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, დამტკიცების თაობაზე იშუამდგომლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, დადგენილია, რომ მხარეებს უფლება აქვთ, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამრიგად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს მინიჭებული აქვთ თავისუფლება, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, მათ შორის, საქმე მორიგებით დაასრულონ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც:

- მოპასუხე მ.უ–ი და დ.შ–ის უფლებამონაცვლე შ.უ–ი გადასცემენ ა.ვ–ს თანხას - 35000 (ოცდათხუთმეტი ათას) აშშ დოლარს. ა.ვ–ი წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერისთანავე ღებულობს ხსენებულ 35000 (ოცდათხუთმეტი ათას) აშშ დოლარს; სანაცვლოდ, უარს აცხადებს უძრავი ქონების (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 2351.00 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: №1, №2, ს/კ №......, წინა საკადასტრო კოდები: №......, №......) საკუთრების უფლებაზე და დასახელებულ უძრავ ქონებას საკუთრებაში გადასცემს დ.შ–ის უფლებამონაცვლეს - შ.უ–ს;

- დ.შ–ის უფლებამონაცვლე შ.უ–ს წინამდებარე მორიგების აქტით 35000 (ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის (რომელიც უკვე გადაცემული აქვს ა.ვ–ს) სანაცვლოდ გადაეცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 2351.00 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: №1, №2, ს/კ №……, წინა საკადასტრო კოდები: №….., №……);

- წინამდებარე მორიგების აქტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე მიღებული განჩინების საფუძველზე უძრავი ქონება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 2351.00 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: №1, №2, ს/კ №….., წინა საკადასტრო კოდები: №….., №……) დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში შ.უ–ის საკუთრებად, რის თაობაზეც წინამდებარე მორიგების აქტით თანხმობა უკვე განაცხადა ა.ვ–მა;

- მ.უ–ი თანახმაა, საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 2351.00 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: №1, №2, ს/კ №……, წინა საკადასტრო კოდები: №……., №…….) დარეგისტრირდეს შ.უ–ის სახელზე;

- მხარეებს არ გააჩნიათ რაიმე პრეტენზია და არც მომავალში ექნებათ როგორც ძირითად სარჩელზე, ასევე შეგებებულ სარჩელზე (ა.ვ–ის, მ.უ–ის და დ.შ–ის სარჩელები) და თანხმდებიან, რომ საქმე დასრულდეს მორიგებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს სხვა პირთა ინტერესებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობებით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეებს, რომ საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

რაც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დავის მორიგებით დასრულების პირობებში, იგი უნდა გათავისუფლდეს ზემოაღნიშნული ბაჟის გადახდისგან, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 399-ე, 372-ე, 218-ე მუხლებით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 266-ე მუხლით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მხარეებს - მ.უ–ს, დ.შ–ის უფლებამონაცვლე შ.უ–ს და ა.ვ–ს შორის 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:

- მოპასუხე მ.უ–ი და დ.შ–ის უფლებამონაცვლე შ.უ–ი გადასცემენ ა.ვ–ს თანხას - 35000 (ოცდათხუთმეტი ათას) აშშ დოლარს. ა.ვ–ი წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერისთანავე ღებულობს ხსენებულ 35000 (ოცდათხუთმეტი ათას) აშშ დოლარს; სანაცვლოდ, უარს აცხადებს უძრავი ქონების (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 2351.00 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: №1, №2, ს/კ №......, წინა საკადასტრო კოდები: №......., №......) საკუთრების უფლებაზე და დასახელებულ უძრავ ქონებას საკუთრებაში გადასცემს დ.შ–ის უფლებამონაცვლეს - შ.უ–ს;

- დ.შ–ის უფლებამონაცვლე შ.უ–ს წინამდებარე მორიგების აქტით 35000 (ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის (რომელიც უკვე გადაცემული აქვს ა.ვ–ს) სანაცვლოდ გადაეცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 2351.00 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: №1, №2, ს/კ №……, წინა საკადასტრო კოდები: №……., №…….);

- წინამდებარე მორიგების აქტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე მიღებული განჩინების საფუძველზე უძრავი ქონება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 2351.00 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: №1, №2, ს/კ №……, წინა საკადასტრო კოდები: №……., №……) დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში შ.უ–ის საკუთრებად, რის თაობაზეც წინამდებარე მორიგების აქტით თანხმობა უკვე განაცხადა ა.ვ–მა;

- მ.უ–ი თანახმაა, საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 2351.00 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: №1, №2, ს/კ №……., წინა საკადასტრო კოდები: №……, №…….) დარეგისტრირდეს შ.უ–ის სახელზე;

- მხარეებს არ გააჩნიათ რაიმე პრეტენზია და არც მომავალში ექნებათ როგორც ძირითად სარჩელზე, ასევე შეგებებულ სარჩელზე (ა.ვ–ის, მ.უ–ის და დ.შ–ის სარჩელები) და თანხმდებიან, რომ საქმე დასრულდეს მორიგებით.

2. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებები;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე