Facebook Twitter

საქმე № ას-403-2022 13 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ფ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჯ-ტი, ი. ნ-ლი, მ. კ-ლი, თ. თ-ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ფ-ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ე. ჯ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ. ფ-ეს, თ. ლ-სა და თ. მ-ლს ე. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 17 500 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა. თ. თ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ. ფ-ეს, თ. ლ-სა და თ. მ-ლს თ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 20 000 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა. მ. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ. ფ-ეს, თ. ლ-ესა და თ.მ-ლს მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 8000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის სოლიდარულად გადახდა. ი. ნ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ. ფ-ეს, თ. ლ-სა და თ. მ-ლს ი. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 6700 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა.

2. კასატორის პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ დელიქტურ ვალდებულებად მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნის საპირისპიროდ დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება, ამასთან, მოსარჩელეებს კომპანიასთან ჰქონდათ სახელშეკრულებო ურთიერთობა და კასატორის მიმართ პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. ე. ჯ-სა (კრედიტორი) და შპს „ს----ო კ---ია ს----ოს“ (მსესხებელი) შორის 2015 წლის 14 დეკემბერს, გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება. N-- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ, კომპანიას სესხის სახით გადასცა 15 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 12 თვე. ამავე მხარეებს შორის, 2016 წლის 6 იანვარს გაფორმდა N-- სესხის ხელშეკრულება. N--- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ე. ჯ-მა, შპს „ს---ო კ--ია ს---ოს“ სესხის სახით გადასცა 2 500 აშშ დოლარი.

7.2. ი. ნ-სა (კრედიტორი) და შპს „ს---ო კ---ია ს---ოს“ (მსესხებელი) შორის 2015 წლის 30 ნოემბერს, გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება. N-- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ, კომპანიას სესხის სახით გადასცა 3 200 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 თვე. ამავე მხარეებს შორის 2016 წლის 30 ივლისს, გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულების გაგრძელება (სესხის ხელშეკრულება N---). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას გადაეცა 3 500 აშშ დოლარი.

7.3. მ. კ-სა (კრედიტორი) და შპს „ს----ო კ---ია ს---ოს“ (მსესხებელი) შორის 2016 წლის 11 აპრილს, გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება. N--- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ კომპანიას სესხის სახით გადასცა 10 000 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 12 თვე. ამავე მხარეებს შორის 2016 წლის 22 ივნისს, გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება. N--- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას გადაეცა 8 000 აშშ დოლარი.

7.4. თ. თ-ეს (კრედიტორი) და შპს „ს---ო კ---ია ს---ოს“ (მსესხებელი) შორის 2015 წლის 3 აგვისტოს, გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება. N--- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას გადაეცა 20 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 12 თვე.

7.5. მოსარჩელეებსა და კომპანიას შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებში მითითებული თანხები გადაეცა კომპანიას, რომელსაც ვალდებულება არ შეუსრულებია.

7.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, კასატორი და თ. მ-ლი ცნობილი არიან დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე განაჩენით, თ. ლ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოპასუხეები მსჯავრდებულნი არიან კომპანიის კუთვნილი ქონების, მოსარჩელეებისგან სესხად მიღებული თანხის გაფლანგვისათვის, რამაც გამოიწვია კომპანიის მიერ მოსარჩელეების წინაშე სესხის დაბრუნების ვალდებულებების შეუსრულებლობა.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

9. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დელიქტურ ვალდებულებად და მის პასუხისმგებლობად სადავო ურთიერთობა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლი „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“, 998-ე მუხლი „თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით“, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

10. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ განვიხილოთ (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020), განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.

12. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).

13. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მითითებული მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც აგრეთვე დადგენილია, ამავე საკითხზე სისხლის სამართლის განაჩენით, ხოლო, კასატორს საპირისპიროდ არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის მითითებული გარემოებების გამომრიცხავი ფაქტები და მტკიცებულებები, რითიც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება.

14. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 47-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე