საქმე № ას-686-2021 21 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „------ ბანკი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ. ჟ-ლი, ს. გ-ძე(მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმისწარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „------ ბანკმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი, კრედიტორი ან ბანკი) სარჩელი აღძრა გ. ჟ-სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან მსესხებელი) და ს. გ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, მესაკუთრე ან არასრულწლოვანი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის - 44151.27 აშშ დოლარის, პროცენტის - 4191.11 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 1481 აშშ დოლარისა და საკომისიოს - 95.11 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ---- ---- #---, #- კორპუსში მდებარე ბინა #--ის, საკადასტრო კოდით #----- (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება), აუქციონზე რეალიზაციის გზით. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მსესხებლის კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
ამასთან, განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური წესი, კერძოდ, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია დადგინდა მხოლოდ მეორე მოპასუხის სრულწლოვანების (18 წელი) მიღწევის შემდეგ.
5. აღსრულების წესის დადგენის ნაწილში, განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, შეუძლებელია, სასამართლომ ხელი შეუწყოს იპოთეკის საგნის მესაკუთრის არაკეთილსინდისიერ ქმედებას და წაახალისოს თვალთმაქცური გარიგების დადება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
11. 2022 წლის 20 ივლისს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
7. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
8. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (შდრ. სუსგ. №ას-1764-2019, 15,07 2020 წ; №ას-1128-2020, 10 06,2021 წ).
9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ კერძო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც კერძო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით.
10. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. შესაბამისად, რადგან კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარზე უარი განაცხადა, გამოკვეთილია მისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „----- ბანკის“ შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმისწარმოება სს „----- ბანკის“ კერძო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებაზე.
3. განემარტოს კერძო საჩივრის ავტორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
4. სს „---- ბანკს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი (საგადასახადო დავალება #--, გადახდის თარიღი 02.07.2021წ), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე