Facebook Twitter

საქმე №ას-635-2019 12 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – რ. ქ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ფ-ლი (თავდაპირველი მოპასუხე)

განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ. ქ-ამ (შემდგომში - „განმცხადებელი“ ან „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ფ-ის (გვარის შეცვლის შემდეგ გ. ჯ-ლი), მ. ჯ-ის, ზ. ფ-ის, ლ. მ-ას, ნ. ნ-ას და გ. ო-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხე ზ. ფ-ლს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო დანარჩენმა მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ. ჯ-ლს (პ/ნ ----) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ---- ----, მე-- მკ/რ, კორპუსი -, ბინა №-, ს/კ ------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ჯ-ლს და ნ. ნ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის 5 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; გ. ჯ-ლს და ნ. ნ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ექსპერტიზის ხარჯის - 60 ლარის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფასურის - 21 ლარის, ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 42 ლარის და საჯარიმო ავტოსადგომის სარგებლობის საფასურის - 209 ლარის ანაზღაურება; გ. ჯ-ლს და ნ. ნ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება; გ. ჯ-ლს და ნ. ნ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 294.21 ლარის გადახდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ. ჯ-ლს (პ/ნ ----) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, --- ---, მე--- მკ/რ, კორპუსი -, ბინა #--, ს/კ ---- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ, ტ. 1. ს.ფ. 411-414).

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ, გ. ჯ-მა და ნ. ნ-ამ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ჯ-სა და ნ. ნ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ. ჯ-ლს, ნ. ნ-ას და ლ. მ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის 5500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ გ. ჯ-ლს არ აღმოაჩნდება საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის - 5500 აშშ დოლარის ასანაზღაურებლად, მოსარჩელის მიმართ დამატებითი პასუხისმგებლობა ზემოხსენებული თანხის ფარგლებში დაეკისროთ მ.ჯ-სა და ზ. ფ-ლს; მოსარჩელის სარჩელი გ. ო-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; გ. ჯ-ლს, ნ. ნ-ას, ლ. მ-ას, მ. ჯ-სა და ზ. ფ-ლს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის, ექსპერტიზის საფასურის - 60 ლარის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფასურის - 21 ლარის, ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 42 ლარის და საჯარიმო ავტოსადგომის სარგებლობის საფასურის - 209 ლარის ანაზღაურება; გ. ჯ-ლს, ნ. ნ-ას, ლ. მ-ას, მ. ჯ-სა და ზ. ფ-ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 294.21 ლარის გადახდა; ლ. მ-ას, მ. ჯ-ლს და ზ. ფ-ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 261 ლარის ოდენობით; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ. ჯ-ლს (პ/ნ ----) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, --- ---, მე-- მკ/რ, კორპუსი -, ბინა №-, ს/კ -----, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ. ჯ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. 2020 წლის 17 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ბ. ბ-მა და მოითხოვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველი მოპასუხის ზ. ფ-ის საკუთრებაში რიცხულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება:

9.1. ახმეტის რაიონი, სოფელი ----, მიწის ნაკვეთი 1667.00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები №01 და №02, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №-------;

9.2. ახმეტის რაიონი, სოფელი -----, მიწის ნაკვეთი 1681.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №-------;

9.3. თბილისი, ---, მე--- მკ/რ, კორპუსი -, ბინა --, ფართი: 53.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №----- თავდაპირველი მოპასუხის ზ. ფ-ის კუთვნილი 1/4 ნაწილი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით რ. ქ-ას წარმომადგენლის ბ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აეკრძალა თავდაპირველ მოპასუხეს ზ. ფ-ლს (პ/ნ ---) მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების: ა) ახმეტის რაიონი, სოფელი --, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №--- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1667.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01, №02); ბ) ახმეტის რაიონი, სოფელი ---, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №---- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 1681.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: -----); გ) ქალაქი თბილისი, ---, -- მიკრო/რაიონი, კორპუსი---, ბინა №--, ფართი: 53.00 კვ.მ., ზ. ფ-ის (პ/ნ ----) კუთვნილი ¼ ნაწილი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №----- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

11. 2022 წლის 17 ნოემბერს რ. ქ-მ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ზ. ფ-ის კუთვნილ ქონებებზე დადგენილი შეზღუდვის (გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა) გაუქმება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოვალემ სრულად აუნაზღაურა ზიანი და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვა, კერძოდ, ზ. ფ-ის კუთვნილი უძრავი ქონებების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა უნდა გაუქმდეს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით რ. ქ-ას წარმომადგენლის ბ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აეკრძალა თავდაპირველ მოპასუხეს ზ. ფ-ლს (პ/ნ ------) მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების: ა) ახმეტის რაიონი, სოფელი ---, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №----- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1667.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01, №02); ბ) ახმეტის რაიონი, სოფელი ---, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №---- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 1681.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ----); გ) ქალაქი თბილისი, ---, -- მიკრო/რაიონი, კორპუსი -, ბინა №-, ფართი: 53.00 კვ.მ., ზ. ფ-ის (პ/ნ -----) კუთვნილი ¼ ნაწილი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კრედიტორის განცხადება, რომელიც მოითხოვს მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოვალე მხარემ სრულად შეასრულა კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულება.

15. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

16. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

17. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

18. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

19. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

20. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან კრედიტორის მიერ წარმოდგენილი განცხადება ადასტურებს, რომ მოვალის მიერ ვალი სრულად არის გადახდილი. ამდენად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზანი მოცემულ ეტაპზე მიღწეულია და მოვალის საკუთრების უფლების შეზღუდვის გაგრძელება გაუმართლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 372-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ. ქ-ას განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით ზ. ფ-ვის დაწესებული, მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების: ა) ახმეტის რაიონი, სოფელი ----, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №--- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1667.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01, №02); ბ) ახმეტის რაიონი, სოფელი ---, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №--- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 1681.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ----); გ) ქალაქი თბილისი, ---, -- მიკრო/რაიონი, კორპუსი --, ბინა №--, ფართი: 53.00 კვ.მ., ზ. ფ-ის (პ/ნ ----) კუთვნილი ¼ ნაწილი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №----- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი