საქმე №ას-1132-2020 08 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ხ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „-------- ბანკი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „----- ბანკმა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 7860,96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6 370,64 ლარი, პროცენტი - 969,72 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 424,6 ლარი და საკომისიო 96 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიურად 2,46 ლარის (სესხის ძირითადი თანხის - 6 370,64 ლარის წლიური 14,1%) გადახდა, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. მხარეთა შორის მორიგების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2022 წლის 09 ნოემბერს და იმავე წლის 08 დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2022 წლის 08 დეკემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება დავა მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაასრულონ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
14. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
16. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე, კასატორი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-273-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „----- ბანკისა“ და გ. ხ-ის შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1. ერთი მხრივ, სს ”----- ბანკი“ (ს/კ ----) (შემდგომში - ,,მოწინააღმდეგე მხარე“), წარმოდგენილი მინდობილი პირის, ს. გ-ის (პ/ნ ----) სახით და, მეორე მხრივ, გ. ხ-ლი (პ/ნ ----) (შემდგომში ,,კასატორი“ ან/და „მოვალე“), ერთად წოდებული ,,მხარეები“, დებენ წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგზე:
2. შეთანხმების პირობები:
2.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხე გ. ხ-ლი მორიგების პირობებით, 2017 წლის 03 თებერვლის სესხის ნომერი №----- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,---- ბანკის“ სასარგებლოდ გადაიხდის 10 555,74 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 6 370,64 ლარი, სარგებელი 969,72 ლარი, პირგასამატეხლო 424,6 ლარი, საკომისიო 96 ლარი და მიუღებელი შემოსავალი (3 წელზე დაანგარიშებით) 2694,78 ლარი. აღნიშნულ თანხას მოპასუხე გადაიხდის 21 თვის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად (გრაფიკი №-):
#
TariRi
Ziri
procenti
პირგასამტეხლო
მიუღებელი შემოსავალი
balansi
fuladi nakadi
1
27.07.2023
354.11
0.00
7,082.25
354.11
2
27.08.2023
354.11
0.00
6,728.14
354.11
3
27.09.2023
354.11
0.00
6,374.02
354.11
4
27.10.2023
354.11
0.00
6,019.91
354.11
5
27.11.2023
354.11
0.00
5,665.80
354.11
6
27.12.2023
354.11
0.00
5,311.69
354.11
7
27.01.2024
354.11
0.00
4,957.57
354.11
8
27.02.2024
354.11
0.00
4,603.46
354.11
9
27.03.2024
354.11
0.00
4,249.35
354.11
10
27.04.2024
354.11
0.00
3,895.24
354.11
11
27.05.2024
354.11
0.00
3,541.12
354.11
12
27.06.2024
354.11
0.00
3,187.01
354.11
13
27.07.2024
354.11
0.00
2,832.90
354.11
14
27.08.2024
354.11
0.00
2,478.79
354.11
15
27.09.2024
354.11
0.00
2,124.67
354.11
16
27.10.2024
354.11
0.00
1,770.56
354.11
17
27.11.2024
354.11
0.00
1,416.45
354.11
18
27.12.2024
354.11
0.00
1,062.34
354.11
19
27.01.2025
354.11
0.00
708.22
354.11
20
27.02.2025
354.11
0.00
354.11
354.11
21
27.03.2025
354.11
0.00
424.6
2694.78
0.00
3473.49
2.1.1. სს „----- ბანკი“ ვალდებულებას იღებს მორიგების აქტის ფარგლებში მოვალის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 2.1, 2.1.2, 2.1.3 და 2.1.4 პუნქტებში მითითებული გრაფიკებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად და სრულად შესრულების შემთხვევაში, მოვალეს 2.1. პუნქტში მითითებული ვალდებულებიდან დაუკორექტირდება (გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდება) პირგასამტეხლო 424,6 ლარი და მიუღებელი შემოსავალი 2694,78 ლარი სრულად.
2.1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხე გ. ხ-ლი მორიგების პირობებით, 2017 წლის 31 აგვისტოს სესხის ნომერი №---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,---- ბანკის“ სასარგებლოდ გადაიხდის 390 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 10 ლარი, ხოლო საკომისიო 380 ლარი. აღნიშნულ თანხას მოპასუხე გადაიხდის 5 თვის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად (გრაფიკი №-):
#
TariRi
procenti
Senatani
balansi
fuladi nakadi
1
27.01.2023
0.00
78.00
312.00
78.00
2
27.02.2023
0.00
78.00
234.00
78.00
3
27.03.2023
0.00
78.00
156.00
78.00
4
27.04.2023
0.00
78.00
78.00
78.00
5
27.05.2023
0.00
78.00
0.00
78.00
2.1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხე გ. ხ-ლი მორიგების პირობებით, 2017 წლის 17 თებერვლის სესხის ნომერი №---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,--- ბანკის“ სასარგებლოდ გადაიხდის 819,97 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 819,97 ლარი. აღნიშნულ თანხას მოპასუხე გადაიხდის 6 თვის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად (გრაფიკი №-):
#
TariRi
procenti
Senatani
balansi
fuladi nakadi
1
27.01.2023
0.00
136.66
683.31
136.66
2
27.02.2023
0.00
136.66
546.65
136.66
3
27.03.2023
0.00
136.66
409.99
136.66
4
27.04.2023
0.00
136.66
273.32
136.66
5
27.05.2023
0.00
136.66
136.66
136.66
6
27.06.2023
0.00
136.66
0.00
136.66
2.1.4. მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხე გ. ხ-ლი მორიგების პირობებით, 2016 წლის 24 ოქტომბერი სესხის ნომერი №--- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,---- ბანკის“ სასარგებლოდ გადაიხდის 720,43 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 720,43 ლარი. აღნიშნულ თანხას მოპასუხე გადაიხდის 6 თვის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად (გრაფიკი №-):
#
TariRi
procenti
Senatani
balansi
fuladi nakadi
1
27.01.2023
0.00
120.07
600.36
120.07
2
27.02.2023
0.00
120.07
480.29
120.07
3
27.03.2023
0.00
120.07
360.22
120.07
4
27.04.2023
0.00
120.07
240.14
120.07
5
27.05.2023
0.00
120.07
120.07
120.07
6
27.06.2023
0.00
120.07
0.00
120.07
2.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 2.1, 2.1.2, 2.1.3 და 2.1.4 პუნქტებში მითითებული გრაფიკებით გათვალისწინებული სასესხო დავალიანებების დაფარვის (გადახდების) დარღვევად მიიჩნევა რომელიმე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევა 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით. მოვალის მიერ გრაფიკებით გადასახდელ თანხაზე მეტი გადახდილი თანხა ჩაითვლება მომდევნო თვის (თვეების) გადასახდელ თანხაში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ამასთან, სს „----- ბანკი“ უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს ზედმეტად შეტანილი თანხის სესხებზე გადანაწილება, სესხთა სიმრავლის არსებობის შემთხვევაში.
2.3. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულების მიზნით, სს „----- ბანკის“ ანგარიშებზე შეტანილ იქნება თანხა, მაგრამ თანხის დანიშნულებისამებრ ჩამოჭრა შეუძლებელი გახდება ამ ანგარიშებზე სხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ყადაღის ან/და ინკასოს გამო, ან/და აღნიშნული თანხა საჭირო იქნება მოვალის სხვა მიმდინარე დავალიანების დასაფარად, მოვალის მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება ასეთ შემთხვევაშიც ჩაითვლება დარღვეულად.
2.4. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ გ. ხ-ლი დაარღვევს ამ მორიგების აქტით განსაზღვრულ ნებისმიერ პირობას და ვერ/არ დაფარვას დავალიანებას, სს ,,----- ბანკს’’ წინამდებარე მორიგების აქტში გათვალისწინებული სესხების განულების მიზნით, დაუყოვნებლივ გადაუხდის 12 486,14 ლარს, რაზეც გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი. ამასთან, აღნიშნულ თანხას გამოაკლდება მხოლოდ შეთახმების შესაბამისად გადახდილი თანხები.
2.5. იმ შემთხვევაში თუ კასატორი გ. ხ-ლი დაარღვევს ამ მორიგებით გათვალისწინებულ პირობებს, მაგრამ მას გადახდილი ექნება დავალიანების თანხის ნაწილი, გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში უკვე გადახდილი თანხა გამოიქვითება და ჩაითვლება მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაში, ხოლო დარჩენილი/გადაუხდელი დავალიანების გადახდევინება მოხდება ამ მორიგების აქტის 2.4. პუნქტით გათვალისწინებული წესით.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. გ. ხ-ლი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი