Facebook Twitter

07 სექტემბერი 2022 წელი

საქმე №ას-958-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით, თ.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და თ.ლ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.

2022 წლის 05 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ.ლ–ის წარმომადგენელმა მ.ა–მა და მოითხოვა ზემოხსენებულ განჩინებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორება, კერძოდ, საგადახდო დავალებაში გადახდის თარიღის 08.07.2022წ. გასწორება გადახდის თარიღით - 08.07.2021წ. განცხადებას ერთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინების ასლი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წერილი და 08.07.2021წ.-ის საგადახდო დავალების ასლი.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი შეცდომით არის მითითებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად ,,08.07.2022წ.''-ის ნაცვლად მიეთითოს ,,08.07.2021წ."

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღის ,,08.07.2022 წ."-ის ნაცვლად მიეთითოს: ,,08.07.2021წ."

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი