Facebook Twitter

20 დეკემბერი 2022 წელი

№ას-1181-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შ.პ.ს. ,,ტ"-ს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. შ.პ.ს. ,,ტ"-ს (ს/კ ….) დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 01.12.2021წ. გადამხდელი: დ.ძ–ძე (პ/ნ .......)) 70% - 5600 ლარი.

2022 წლის 19 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შ.პ.ს. „ტ“-ს დირექტორმა გ.ყ–მა და მოითხოვა ზემოხსენებულ განჩინებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორება, კერძოდ, შ.პ.ს. ,,ტ"-ს საიდენტიფიკაციო კოდის - ..... შესწორება საიდენტიფიკაციო კოდით ...... განცხადებას ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რომელშიც მითითებულია შ.პ.ს. „ტ“-ს საიდენტიფიკაციო კოდი - .....

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, კასატორ შ.პ.ს. „ტ“-ს საიდენტიფიკაციო ნომერში დაშვებულია უზუსტობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს აღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში შ.პ.ს. „ტ“-ს საიდენტიფიკაციო კოდად ,,......''-ის ნაცვლად უნდა მიეთითოს ,,......".

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში შ.პ.ს. „ტ“-ს საიდენტიფიკაციო კოდად ,, .....''-ის ნაცვლად მიეთითოს: ,, ..........".

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი