Facebook Twitter

№ას-1559-2022

16 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები – შპს „უ–ი“, ჯ.ბ–ძე

წარმომადგენელი – ა.ც–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ჰ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინება

საჩივრის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 03 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ფ.ჰ–ის“ წარმომადგენელმა მოპასუხეების - შპს ,,უ–ის'' და ჯ.ბ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადება:

1. მოპასუხე - შპს ,,უ–ის'' და სოლიდარული მოვალის ჯ.ბ–ძის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

- სსიპ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში ...... ქუჩის N6-ში მდებარე უძრავ ქონებაზე განლაგებულ შენობა ნაგებობაზე, 1146.83 კვ.მ ფართი, ს/კ ....., რომლის მესაკუთრე-... შპს ,,უ–ი''.

2. ჯ.ბ–ძის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ ქონებაზე:

- ზონა ქობულეთი .., სექტორი .... .. კვარტალი .., ნაკვეთი 059, მის: ქობულეთი, სოფელი ....., დაზუსტებული ფართობი 4241.00 კვ.მ ს/კ .....

- ზონა ქობულეთი .., სექტორი ... .. კვარტალი .., ნაკვეთი 329, მის: ქობულეთი, სოფელი ...., დაზუსტებული ფართობი 7506.00 კვ.მ ს/კ ....

- ზონა ბათუმი .., სექტორი .. კვარტალი .., ნაკვეთი .., მის: ქალაქი ბათუმი, .... ქუჩა N47, ფართი 64.18 კვ.მ ს/კ ......

- ზონა ქობულეთი .., სექტორი ... .. კვარტალი .., ნაკვეთი .., მის: ქობულეთი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი 2687.00 კვ.მ ს/კ .....

3. შპს ,,უ–ის'' და სოლიდარული მოვალის ჯ.ბ–ძის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ მოძრავ ქონებაზე:

- სახ. ნომერი .... ,,ტოიოტა ჰაილუქსი'', თეთრი ფერი, შასის ნომერი ANTFK22...., ტექ. პასპორტი ...

- სახ. ნომერი ... OPEL ASTRA წითელი ფერი 7/8, შასის ნომერი W0L000051..., ტექ. პასპორტი ....

- სახ. ნომერი .... MERSEDES BENZ E 350 CDI თეთრი ფერის, შასის ნომერი WDD21202..., ტექ. პასპორტი .... აეკრძალა სოლიდარულ მოვალეს ჯ.ბ–ძეს აღნიშნული ავტომანქანების განკარგვა (მართვა, მათი დაშლა ნაწილებად და ამ სახით რეალიზაცია და ა.შ) და ავტომანქანები გაჩერებულ იქნა აღმასრულებლის მიერ სპეციალურ დაცულ სადგომზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 ივნისის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:

1. აეკრძალა მოპასუხე ჯ.ბ–ძეს (პ/ნ ....) მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება - იპოთეკით დატვირთვა:

- ზონა ქობულეთი ..., სექტორი ... .. კვარტალი .., ნაკვეთი .., მის: ქობულეთი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი 4241.00 კვ.მ ს/კ ....

- ზონა ქობულეთი .., სექტორი .. .. კვარტალი .., ნაკვეთი .., მის: ქობულეთი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი 7506.00 კვ.მ ს/კ ....

- ზონა ბათუმი .., სექტორი .. კვარტალი .., ნაკვეთი .., მის: ქალაქი ბათუმი, .... ქუჩა N47, თანასაკუთრებაში არსებულ ფართს 64.18 კვ.მ ს/კ ....

- ზონა ქობულეთი .., სექტორი .... .. კვარტალი .., ნაკვეთი .., მის: ქობულეთი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი 2687.00 კვ.მ ს/კ ....

2. შპს "უ–ს" აეკრძალა სსიპ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში ... ქუჩის #6-ში მდებარე უძრავ ქონებაზე განლაგებულ შენობა ნაგებობის 1146.83 კვ.მ ფართის, უფლებრივი დატვირთვა, რომლის მესაკუთრე მეაღნაგეა შპს ,,უ–ი". საკადასტრო კოდი ....

3. ყადაღა დაედო ჯ.ბ–ძის (პ/ნ ....) სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს:

- ავტომანქანა TOYOTA HILUX ( სანომრე ნიშანი - ...., ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2012, VIN/შასი - AHTFK22....).

- ავტომანქანა OPEL ASTRA ( სანომრე ნიშანი - ...., ფერი - წითელი 7/8, გამოშვების წელი - 1997, VIN/შასი - W0L0000.....).

- ავტომანქანა MERSEDES BENZ E 350 CDI ( სანომრე ნიშანი - ...., ფერი თეთრი, გამოშვების წელი - 2010, VIN/შასი - WDD21....).

2022 წლის 18 ივლისს, შპს ''უ–ის'' და ჯ.ბ–ძის წარმომადგენელმა უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „ფ.ჰ–ისათვის“ ს/კ .... შპს „უ–ის“ ს/კ .... და ჯ.ბ–ძის პ/ნ ... სასარგებლოდ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით 400 000 (ოთხასი ათასი) აშშ დოლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დავალება, წინააღმდეგ შემთხვევაში 2020 წლის 23 ივნისის #2-1437-2020 განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო შემდეგ უძრავ ქონებებს:

1) ქობულეთი, სოფელი ...., 4241კვ.მ ფართობის ნაკვეთი ს/კ ....;

2) ქობულეთი, სოფელ ...., 7506კვ.მ ფართობის ნაკვეთი ს/კ ....;

3) ქობულეთი, სოფელი ...., 2687კვ.მ ფართობის ნაკვეთი ს/კ .....;

4) ბათუმი, ...... ქ.#47,64,18კ.მ ფართობის ნაკვეთი ს/კ .....;

5) ქალაქ ბათუმში ......მდებარე უძრავი ქონებაზე განლაგებული შენობა ნაგებობის 1146.83 კვ.მ ფართის უფლებრივი დატვირთვა, რომლის მესაკუთრე მეაღნაგეა შპს“უ–ი“ ს/კ ......

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს ,,უ–ის'' და ჯ.ბ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მიეთითა, რომ განჩინებაზე საჩივარის შეტანა კანონით გათვალისწინებული არ არის.

2022 წლის 12 აგვისტოს შპს „უ–მა“ და ჯ.ბ–ძემ საჩივარი შეიტანეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინებაზე და მისი გაუქმება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შპს ,,უ–ის'' და ჯ.ბ–ძის საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, ცნობილი იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში განიმარტა, რომ განჩინებაზე საჩივარი არ დაიშვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს ,,უ–ის'' და ჯ.ბ–ძის (წარმომადგენელი - ა.ც–ძე) საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მიეთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება.

აღნიშნულ განჩინებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჩივარი წარადგინეს შპს „უ–მა“ და ჯ.ბ–ძემ, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საჩივრისა და საქმეში არსებული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,უ–ის'' და ჯ.ბ–ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197​1-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით“.

420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს დასაშვებია თუ არა გასაჩივრებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის (საჩივრის) შეტანა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შპს ,,უ–ისა'' და ჯ.ბ–ძის საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, ცნობილი იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში განიმარტა, რომ განჩინებაზე საჩივარი არ დაიშვება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „უ–ის“ და ჯ.ბ–ძის (წარმომადგენელი - ა.ც–ძე) საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მიეთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემდგომმა – სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განიხილა სსსკ-ის 419-ე და 420-ე

მუხლებით დადგენილი წესებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება კერძო საჩივრით გასაჩივრების წესების დაცვით. ამასთან, იმ დასაბუთებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, პალატამ შპს ,,უ–ისა'' და ჯ.ბ–ძის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე მიიჩნია დაუშვებლად და განუხილველად დატოვა. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 419-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება და, ამდენად, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ამავე სასამართლოს განჩინებით სრულდება საჩივრის განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც ქვემდგომიდან ზემდგომ სასამართლოში საქმის გადაგზავნას გულისხმობს და სამართალწარმოების ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ინსტანციის სასამართლოდან მოყოლებული მხარისათვის საკასაციო სასამართლოს ჩათვლით სამართალწარმოების უფლების მინიჭებით სამეტაპიან განხილვაში გადაიზრდებოდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა შპს „უ–ისა“ და ჯ.ბ–ძის საჩივრის დასაშვებობაზე მსჯელობა, რის შედეგადაც, საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, შპს „უ–ისა“ და ჯ.ბ–ძის საჩივრის განუხილველად დატოვებით ამ საჩივარზე წარმოება დასრულდა სააპელაციო სასამართლოში და იგი საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმაზე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინების კერძო საჩივრით (საჩივრით) გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,უ–ისა'' და ჯ.ბ–ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლით, 414-ე, 419-ე, 420-ე, 1971 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,უ–ისა'' და ჯ.ბ–ძის (წარმომადგენელი - ა.ც–ძე) საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია