Facebook Twitter

საქმე №ა-6052-შ-151-2022 5 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.გ–ვი

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ლ–კი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.გ–ვი (შემდეგში - მოსარჩელე ან სუამდგომლობის ავტორი) და კ.ლ–კი (მოწინააღმდეგე მხარე) განქორწინდნენ.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და ითხოვა ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორი და მოწინააღმდეგე მხარე განქორწინდნენ. ამასთან, მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ ვლინდება და წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.გ–ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ.გ–ვი და კ.ლ–კი განქორწინდნენ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე