Facebook Twitter

საქმე № ას-1114-2022 18 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე თავისი ინიციატივით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 12 იანვარს გაცემულ № ას-1114-2022 სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბერის გადაწყვეტილებით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2019 წლის 3 ოქტომბრის Nს-48 ბრძანება ლ.მ–ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2019 წლის 18 ოქტომბრის Nგ-79 ბრძანება ლ.მ–ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 18816 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 314 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის 12 იანვარს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული კასატორის სახელი და თარიღი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 12 იანვარს გაცემულ № ას-1114-2022 სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 12 იანვარს გაცემულ № ას-1114-2022 სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილებაში და სააღსრულებო ფურცელში კასატორის სახელი „ლ–ე“ გასაწორდეს სახელით „ლ–ი,“ ხოლო სააღსრულებო ფურცელში თარიღი „12 იანვარი, 2022 წელი“ უნდა გასწორდეს თარიღით „12 იანვარი, 2023 წელი.“

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 12 იანვარს გაცემულ № ას-1114-2022 სააღსრულებო ფურცელში გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილებაში და სააღსრულებო ფურცელში კასატორის სახელი „ლ–ე“ გასაწორდეს სახელით „ლ–ი,“ ხოლო სააღსრულებო ფურცელში თარიღი „12 იანვარი, 2022 წელი“ გასწორდეს თარიღით „12 იანვარი, 2023 წელი.“

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე