Facebook Twitter

საქმე №ა-6666-შ-162-2022 28 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ნ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ისრაელის სახელმწიფოს ხაიფის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ისრაელის სახელმწიფოს ხაიფის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის (საქმე №62169-11-20) გადაწყვეტილებით, ლ.ნ–ძე და ლ.ნ–ვი განქორწინდნენ.

2. ლ.ნ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ისრაელის სახელმწიფოს ხაიფის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის (საქმე №62169-11-20) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილებას დაეთანხმა ორივე მხარე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, ლ.ნ–ძის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს ხაიფის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის (საქმე №62169-11-20) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ისრაელის სახელმწიფოს ხაიფის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის (საქმე №62169-11-20) გადაწყვეტილებით, ლ.ნ–ძე და ლ.ნ–ვი განქორწინდნენ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოს ხაიფის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის (საქმე №62169-11-20) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ნ–ძის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს ხაიფის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის (საქმე №62169-11-20) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ისრაელის სახელმწიფოს ხაიფის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის (საქმე №62169-11-20) გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ნ–ძე და ლ.ნ–ვი განქორწინდნენ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე