Facebook Twitter

საქმე №ა-51-შ-2-2023 23 იანვარი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –გ.ჯ–ძე (სახელის შეცვლამდე ი.ჯ–ძე) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –ქ.რ. (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ვილდესჰაუზენის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, ვილდესჰაუზენის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ქ.რ–ა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ი.ჯ–ძეს (სახელის შეცვლის შემდეგ გ.ჯ–ძე) (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) შორის საქართველოში, რუსთავის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, 2012 წლის 16 ივლისს, რეგისტრირებული ქორწინება (#44201230628) შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 9 იანვარს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ხოლო შუამდგომლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ხოლო შუამდგომლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჯ–ძის (სახელის შეცვლამდე ი.ჯ–ძე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ვილდესჰაუზენის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.რ.ა და ი.ჯ–ძეს (სახელის შეცვლის შემდეგ გ.ჯ–ძე) შორის საქართველოში, რუსთავის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, 2012 წლის 16 ივლისს, რეგისტრირებული ქორწინება (#44201230628) შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური