საქმე №ას-363-2022
1 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - მ.თ–ძე, ი.თ–ძე, ე.თ–ძე და თ.ქ–ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ღ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.ღ–ის სარჩელი მ.თ–ძის, ი.თ–ძის, ე.თ–ძისა და თ.ქ–ას წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ა.ღ–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., მე-2 სართულზე, დერეფანში არსებული აბაზანა-საპირფარეშო (12კვ.მ) და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა. აღნიშნული საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით მ.თ–ძის, ე.თ–ძის, ი.თ–ძის და თ.ქ–ას საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მ.თ–ძის, ი.თ–ძის, ე.თ–ძისა და თ.ქ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2021 წლის 27 მაისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით მ.თ–ძეს, ი.თ–ძეს, ე.თ–ძესა და თ.ქ–ას დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ნათლად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით.
2022 წლის 23 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგარძელების მოთხოვნით, მ.თ–ძის მიერ ნ.ჩ–ას სახელზე გაცემული მინდობილობა და 2022 წლის 17 მაისის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორების მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა: 1. მ.თ–ძეს, ი.თ–ძეს, ე.თ–ძესა და თ.ქ–ას გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალოთ მათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ნათლად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით;
2 მ.თ–ძე, ი.თ–ძე და თ.ქ–ა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. ე.თ–ძეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ქვითრის დედანი.
2022 წლის 16 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მ.თ–ძის, ი.თ–ძისა და თ.ქ–ას დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით - მ.თ–ძის, ი.თ–ძის, ე.თ–ძისა და თ.ქ–ას საკასაციო საჩივარი მ.თ–ძის, ი.თ–ძისა და თ.ქ–ას ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ე.თ–ძის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორების მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა: 1. მ.თ–ძეს, ი.თ–ძეს, ე.თ–ძესა და თ.ქ–ას გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალოთ მათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ნათლად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით;
2 მ.თ–ძე, ი.თ–ძე და თ.ქ–ა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. ე.თ–ძეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ქვითრის დედანი.
ზემოხსენებული განჩინება კასატორმა ე.თ–ძემ ჩაიბარა პირადად, საქართველოს უზენაესის სასამართლოს შენობაში, 2022 წლის 4 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 5 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2022 წლის 11 ივლისს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ე.თ–ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მის ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ე.თ–ძის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე