Facebook Twitter

01 ნოემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-463-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - მ.ხ–ძე, ა.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ.ხ–ია

მესამე პირები - სს „ს.კ.ა–ი“; მ.შ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება

განხილვის საგანი - განჩინებაში უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ხ–ძემ (შემდეგში - განმცხადებელი ან პირველი მოსარჩელე) და ა.დ–ძემ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრეს ნოტარიუს ნ.ხ–იას წინააღმდეგ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილისა და 2017 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებებით მოცემულ საქმეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად (მოპასუხის მხარეზე) სს „ს.კ.ქ.“ ჩაება, რომელიც მოგვიანებით სს „ს.კ.ა–ით“ შეიცვალა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით საქმში მ.შ–ი ჩაება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დარჩა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა, კერძოდ:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

ამავდროულად, პალატა ყურადღებას მიაქცევს ამავე კოდექსის 401.4 მუხლზე, რომლის ფორმულირებაც ასეთია: თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარს თან ერთვის ორი საგადახადო დავალება. აქედან, პირველი საგადახადო დავალების თანახმად, 2020 წლის 3 თებერვალს ნ.ბ–ძემ პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 1 301 ლარი, ხოლო მეორე საგადახადო დავალების შესაბამისად, 2020 წლის 3 თებერვალსვე ნ.ბ–ძემ მეორე მოსარჩელის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 867 ლარი გადაიხადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

ამავე განჩინებით მოსარჩელეებს დაუბრუნდათ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 301 ლარის 70% – 910.7 ლარი.

10. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, აშკარაა, რომ კასატორთათვის დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ზემომითითებული პირველი საგადახადო დავალებით, რომლითაც 1 301 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი გადახდილია პირველი მოსარჩელის სახელზე და მხედველობის მიღმა დარჩა საქმეზე წარმოდგენილი მეორე საგადასახადო დავალება, რომლითაც მეორე მოსარჩელის სახელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 867 ლარის გადახდა განხორციელდა.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლიდან გამომდინარე, ზემომითითებული გარემოება, როგორც განჩინებაში დაშვებული უსწორობა, ექვემდებარება გასწორებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასამართლო განჩინებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობის გასწორების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტოს.

ამდენად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში წინადადება: მ.ხ–ძესა (პ/ნ .....) და ა.დ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 301 ლარის (საგადასახადო დავალება - № 0, გადახდის თარიღი - 3.02.2020) 70% - 910.7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო 3 0077 3150, შეიცვალოს შემდეგი წინადადებით: მ.ხ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 301 ლარის (საგადასახადო დავალება - № 0, გადახდის თარიღი - 3.02.2020) 70% - 910.7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო 3 0077 3150; ა.დ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 867 ლარის (საგადასახადო დავალება - № 0, გადახდის თარიღი - 3.02.2020) 70% - 606.9 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების (საქმე №ას-463-2020) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა, კერძოდ:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

2.1. მ.ხ–ძეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 301 ლარის (საგადასახადო დავალება - № 0, გადახდის თარიღი - 3.02.2020) 70% - 910.7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო 3 0077 3150;

2.2. ა.დ–ძეს (პ/ნ ..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 867 ლარის (საგადასახადო დავალება - № 0, გადახდის თარიღი - 3.02.2020) 70% - 606.9 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო 3 0077 3150.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე