საქმე №ა-6700-შ-164-2022 26 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ჭ–ძე (შ)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. შ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – უკრაინის ქ.დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ქ.დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით მანანა შსა (ჭ–ძე) და ა. შს შორის 1986 წლის 13 სექტემბერს ქ.დონეცკის კალინინსკის განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №814) შეწყდა.
მ.ჭ–ძემ (შ) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002 წლის 11 ოქტომბერს, ამასთან, აღსრულებულია უკრაინის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართულია განქორწინების მოწმობა, ხოლო პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ მ.ჭ–ძე (შ) საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ.ჭ–ძის (შ) შუამდგომლობა უკრაინის ქ.დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.ჭ–ძის (შ) შუამდგომლობა უკრაინის ქ.დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ქ.დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. შ–სა (ჭ–ძე) და ა. შს შორის 1986 წლის 13 სექტემბერს ქ.დონეცკის კალინინსკის განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №814) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002 წლის 11 ოქტომბერს, ამასთან, აღსრულებულია უკრაინის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართულია განქორწინების მოწმობა, ხოლო პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ მ.ჭ–ძე (შ) საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის ქ.დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჭ–ძის (შ) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის ქ.დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.შ–სა (ჭ–ძე) და ა. შ–ს შორის 1986 წლის 13 სექტემბერს ქ.დონეცკის კალინინსკის განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №814) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი