Facebook Twitter

საქმე №ა-3107-შ-88-2022 17 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - გ.გ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების სამიტის ოლქის, ოჰაიოში, ანდერძებისა და მემკვიდრეობის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმის ნომერი: 2014 CN 00257, R.C.2717.01, გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 2015 წლის 5 თებერვალი)

დავის საგანი - სახელის შეცვლის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 15 ივნისს, გ.გ–ძემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: ამერიკის შეერთებული შტატების სამიტის ოლქის, ოჰაიოში, ანდერძებისა და მემკვიდრეობის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს, 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმის ნომერი: 2014 CN 00257, R.C.2717.01, გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 2015 წლის 5 თებერვალი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან იკვეთება, რომ გ.გ–ძის (დაბადებული საქართველოში, ქალაქ თბილისში, 12.09.1966 წ.) განცხადება სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ, მისი წინა სახელები და გვარები - გ. ჯ. გ–ძე; ა. გ.გ–ძე; ა. გ. გ–ძე, შეიცვალა და გახდა - გ. ჯ.გ–ი. ასევე, საქმის მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა, შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, გ.გ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ.გ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, სამიტის ოლქის, ოჰაიოში, ანდერძებისა და მემკვიდრეობის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს გადაწყვეტილების (საქმის ნომერი: 2014 CN 00257, R.C.2717.01, გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 2015 წლის 5 თებერვალი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გ.გ–ძის (დაბადებული საქართველოში, ქალაქ თბილისში, 12.09.1966 წ.) განცხადება სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ, მისი წინა სახელები და გვარები - გ.ჯ.გ–ძე; ა. გ.გ–ძე; ა. გ. გ–ძე, შეიცვალა და გახდა - გ.ჯ.გ–ი. ასევე, საქმის მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა, შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს

შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამიტის ოლქის, ოჰაიოში, ანდერძებისა და მემკვიდრეობის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს, 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმის ნომერი: 2014 CN 00257, R.C.2717.01, გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 2015 წლის 5 თებერვალი), საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების სამიტის ოლქის, ოჰაიოში, ანდერძებისა და მემკვიდრეობის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს გადაწყვეტილების (საქმის ნომერი: 2014 CN 00257, R.C.2717.01, გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 2015 წლის 5 თებერვალი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამიტის ოლქის, ოჰაიოში, ანდერძებისა და მემკვიდრეობის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს (საქმის ნომერი: 2014 CN 00257, R.C.2717.01, გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 2015 წლის 5 თებერვალი) გადაწყვეტილება, რომლითაც გ.გ–ძის წინა სახელები და გვარები - „გ.ჯ.გ–ძე“, „ა. გ.გ–ძე“, „ა. გ. გ–ძე“, შეეცვალა სახელით - „გ.ჯ. გ–ი“;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე