Facebook Twitter

საქმე №ას-1090-2018 12 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.წ–ის უფლებამონაცვლეები - ვ.ჩ–ი, რ.ქ–ი, ლ.ა–ი, ვ. და მ.მ–ები, ა.ხ–ძე, ს.მ–ძე, მ.გ–ი, ე.ხ–ი, ე., გ.და დ.წ–ები, თ.და ნ. ბ–ები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ქ.ს–ი, ვ..ს–ი, თ.დ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ.ს–მა, ვ..ს–მა და თ.დ–მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ.წ–ისა (შემდგომში - „მოპასუხე“) და გ.ს–ის მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. გ.ს–ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით გ.წ–ს დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მის სახელზე გაცემული განახლებული ამონაწერი ან სახელმწიფო ბაჟის – 433,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

8. საკასაციო სასამართლოს განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ყაზბეგის რაიონი, სოფელი ...... მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო გზავნილზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული იყო ადრესატის გარდაცვალება (იხ. ტ. 3. ს.ფ. 128).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა ინფორმაცია: რეგისტრირებული იყო თუ არა მოქალაქე გ.წ–ის საინფორმაციო ბარათში ინფორმაცია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 11 ოქტომბრის N01/316967 წერილი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 146), რომლითაც დასტურდებოდა გ.წ–ის (პირადი ნომერი .......) გარდაცვალების ფაქტი.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის (№ას-1090-2018, კასატორი - გ.წ–ი, მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.ს–ი, ვ..ს–ი, თ.დ–ი, თავდაპირველი მოპასუხე - გ.ს–ი) წარმოება კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს შვიდი თვის ვადით.

12. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების ასლი ორჯერ გაეგზავნა კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ კასატორის უკანასკნელ მისამართზე – ყაზბეგის რაიონი, სოფელი ...... მიუხედავად ამისა გზავნილის ჩაბარება გ.წ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლისათვის ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო გზავნილებზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული იყო ადრესატის გარდაცვალება (იხ. ტ. 3. ს.ფ. 161, 166).

13. გამომდინარე იქედან, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარება კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლისათვის ვერ მოხერხდა, ამასთან, საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილ შვიდი თვის ვადაში სასამართლოსათვის არ მოუმართავს გ.წ–ის უფლებამონაცვლეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა დამატებით ორი თვის ვადით.

14. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების ასლი ორჯერ გაეგზავნა კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ კასატორის უკანასკნელ მისამართზე – ყაზბეგის რაიონი, სოფელი ...... გზავნილის ჩაბარება გ.წ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლისათვის კვლავ ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო გზავნილებზე ჩაუბარებლობის მიზეზად, ერთ შემთხვევაში მითითებული იყო ადრესატის გარდაცვალება, ხოლო მეორე შემთხვევაში - არასრული მისამართი (იხ. ტ. 3. ს.ფ. 187, 196).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა დამატებით სამი თვის ვადით, გარდაცვლილი გ.წ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდებოდა კასატორის უფლებამონაცვლის ინფორმირება სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გ.წ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინების თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა ინფორმაცია გ.წ–ის სახელზე რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირების მხრიდან მიღება/არმიღებასთან დაკავშირებით.

18. სასამართლოში წარმოდგენილი, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის წერილით N16/14091 გაირკვა, რომ ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში 2018 წლის 28 ივლისს გარდაცვლილი გ.წ–ის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე რეგისტრირებული იყო 44 ჩანაწერი. თუმცა აღნიშნული წერილით არ დასტურდებოდა გ.წ–ის სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირების მხრიდან მიღების ფაქტი, რაც მოთხოვნილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით. აქედან გამომდინარე, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან დამატებით იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც მიიღეს გ.წ–ის სამკვიდრო ქონება.

19. სასამართლოში წარმოდგენილი, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის N16/57 წერილის თანახმად, ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში 2018 წლის 28 ივლისს გარდაცვლილი გ.წ–ის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე 2020 წლის 5 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო 46 ჩანაწერი, კერძოდ: ნოტარიუს მანანა მარსაგიშვილის მიერ დამოწმებული იყო სამკვიდროს მიღების/სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებები და გაცემული იყო სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებები. ამავე წერილით დასტურდებოდა, რომ ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ჩანაწერი გ.წ–ის სამკვიდრო ქონების შესახებ სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება გ.წ–ის საკასაციო საჩივრის გამო ქ.ს–ის, ვ..ს–ის და თ.დ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებაზე მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე. გ.წ–ის (პირადი ნომერი ....) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

21. ამავე სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით გ.წ–ის უფლებამონაცვლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინებით გ.წ–ის უფლებამონაცვლის – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

23. გ.წ–ის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა თ.და ნ. ბ–ებმა, დიმიტრი, გ.და ე. წ–ებმა, ა.ხ–ძემ, ლ.ა–მა, ვ. და მ.მ–ებმა საკასაციო სასამართლოს მომართეს განცხადებებით და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ ისინი წარმოადგენენ მემკვიდრეებს, რომლებმაც წინამდებარე საქმის განხილვის პროცესში მიიღეს სამკვიდრო. შესაბამისად, ისინი, როგორც გ.წ–ის უფლებამონაცვლეები, უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი წინამდებარე საქმის განხილვაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნაცვლად.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის და ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის და 20 სექტემბრის განჩინებებით გ.წ–ის კანონისმიერი მემკვიდრეების განცხადებები განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვილ იქნა ინფორმაცია გ.წ–ის მთლიანი სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირების მხრიდან მიღებასთან დაკავშირებით.

26. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მიღებული 2022 წლის 26 ოქტომბრის N16/12463 წერილით გაირკვა, რომ სამკვიდრო მოწმობები გაცემულია გ.წ–ის შემდეგ კანონისმიერ მემკვიდრეებზე: ვ.ჩ–ი, რ.ქ–ი, ლ.ა–ი, ვ. და მ.მ–ები, ა.ხ–ძე, ს.მ–ძე, მ.გ–ი, ე.ხ–ი, ე., გ.და დ.წ–ები, თ.და ნ. ბ–ები.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება.

28. ამავე სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინება გ.წ–ის უფლებამონაცვლედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი; გ.წ–ის (პირადი ნომერი .....) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი კანონისმიერი მემკვიდრეები: ვ.ჩ–ი, რ.ქ–ი, ლ.ა–ი, ვ. და მ.მ–ები, ა.ხ–ძე, ს.მ–ძე, მ.გ–ი, ე.ხ–ი, ე., გ.და დ.წ–ები, თ.და ნ. ბ–ები; კასატორის (მოპასუხის) უფლებამონაცვლეებს გაეგზავნათ მოცემული განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, გ.წ–ის საკასაციო საჩივარი და დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში თითოეულ მათგანს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა თავისი პოზიცია აღნიშნულ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, კერძოდ, უჭერდნენ თუ არა მხარს გ.წ–ის საკასაციო საჩივარს, ან ხომ არ აპირებდნენ საკასაციო საჩივარზე უარის თქმას; ამავე განჩინებით გ.წ–ის იმ უფლებამონაცვლეებს, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ საკასაციო საჩივარს, დაევალათ წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის ხარვეზის განჩინებით კასატორისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 433,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

30. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

31. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინება გ.წ–ის უფლებამონაცვლედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი; გ.წ–ის (პირადი ნომერი ......) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი კანონისმიერი მემკვიდრეები: ვ.ჩ–ი, რ.ქ–ი, ლ.ა–ი, ვ. და მ.მ–ები, ა.ხ–ძე, ს.მ–ძე, მ.გ–ი, ე.ხ–ი, ე., გ.და დ.წ–ები, თ.და ნ. ბ–ები; კასატორის (მოპასუხის) უფლებამონაცვლეებს გაეგზავნათ მოცემული განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, გ.წ–ის საკასაციო საჩივარი და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში თითოეულ მათგანს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა თავისი პოზიცია აღნიშნულ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, კერძოდ, უჭერდნენ თუ არა მხარს გ.წ–ის საკასაციო საჩივარს, ან ხომ არ აპირებდნენ საკასაციო საჩივარზე უარის თქმას; ამავე განჩინებით გ.წ–ის იმ უფლებამონაცვლეებს, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ საკასაციო საჩივარს, დაევალათ წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის ხარვეზის განჩინებით კასატორისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 433,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება კასატორის უფლებამონაცვლეებს ვ.ჩ–ს, რ.ქ–ს, ს.მ–ძეს, მ.გ–ს, ე.ხ–ს და გ.წ–ს გაეგზავნათ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართებზე. სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებით დგინდება, რომ გზავნილები ადრესატებმა ვ.ჩ–მა, რ.ქ–მა, ს.მ–ძემ, ე.ხ–მა და გ.წ–მა ჩაიბარეს პირადად. მათ შორის ე.ხ–ს გზავნილი ჩაბარდა 2022 წლის 12 ნოემბერს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 228), ვ.ჩ–ს, რ.ქ–ს და გ.წ–რს გზავნილები ჩაბარდათ 2022 წლის 13 ნოემბერს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 221, 224, 225). ს.მ–ძეს გზავნილი ჩაბარდა 2022 წლის 14 ნოემბერს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 226). მ.გ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს ვ.გ–ს 2022 წლის 14 ნოემბერს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 227).

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება კასატორის უფლებამონაცვლეების ლ.ა–ის, ვ. და მ.მ–ების, ა.ხ–ძის, ე. და დ.წ–ების, თ.და ნ. ბ–ების წარმომადგენლებს ჩაბარდათ პირადად, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს შენობაში. მათ შორის, ე. და დ.წ–ების წარმომადგენელს ნ.ჩ–ს (იხ. მინდობილობები ტ. 4, ს.ფ. 99-104) განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 14 ნოემბერს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 229), ხოლო ლ.ა–ის, ვ. და მ.მ–ების, ა.ხ–ძის, თ.და ნ. ბ–ების წარმომადგენელს გ.ჩ–ას (იხ. მინდობილობები ტ. 4, ს.ფ. 29-32, 149-157) - 2022 წლის 2 დეკემბერს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 233).

34. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

35. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

36. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

37. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დადგენილ ვადაში კასატორის უფლებამონაცვლეებს თავიანთი პოზიცია გ.წ–ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ, არც საკასაციო საჩივარზე უთქვამთ უარი და არც კასატორისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოუდგენიათ.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ გ.წ–ის უფლებამონაცვლეებისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს, კერძოდ, ე.ხ–ისათვის ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 13 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 22 ნოემბერს, ვ.ჩ–ისათვის, რ.ქ–ისათვის და გ.წ–ისათვის - 2022 წლის 14 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 23 ნოემბერს. ვინაიდან 23 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2022 წლის 24 ნოემბერს. ე. და დ.წ–ებისათვის, ს.მ–ძისათვის და მ.გ–ისათვის ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 15 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 24 ნოემბერს. ლ.ა–ისათვის, ვ. და მ.მ–ებისათვის, ა.ხ–ძისათვის, თ.და ნ. ბ–ებისათვის ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 3 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 12 დეკემბერს.

39. ამ დროის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.წ–ის უფლებამონაცვლეების - ვ.ჩ–ის, რ.ქ–ის, ლ.ა–ის, ვ. და მ.მ–ების, ა.ხ–ძის, ს.მ–ძის, მ.გ–ის, ე.ხ–ის, ე., გ.და დ.წ–ების, თ.და ნ. ბ–ების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;

2. თ.ბ–ს (პ/ნ ......) და ნ.ბ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ ბ.ნ–ძის (პ/ნ ..........) მიერ 2022 წლის 6 აპრილის №12999703496 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 (ასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. ე. წ–ს (პ/ნ ......) და დ.წ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ ნ.ჩ–ის (პ/ნ .......) მიერ 2022 წლის 13 ივნისის №0 და 2022 წლის 13 ივნისის N0 საგადასახადო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 200 (ორასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. ა.ხ–ძეს (პ/ნ ......), ლ.ა–ს (პ/ნ .....), ვ. მ–ძეს (პ/ნ ........) და მ.მ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ ბ.ნ–ძის (პ/ნ .......) მიერ 2022 წლის 30 აგვისტოს №14327843930 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 (ასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური