საქმე №ა-4505-114-შ-2022 30 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ხ–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის 2014 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2-3725/14
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა, ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის 2014 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე N2-3725/14 თ.მ–ის სარჩელი ზ.ხ–ნის მიმართ დაკმაყოფილდა. ზ.ხ–ნს ჩამოერთვა მშობლის უფლებები არასრულწლოვანი შვილების, ე.ხ–ის (დაბ. 2006 წლის 25 ივნისს) და დ.ხ–ის (დაბ. 2006 წლის 25 ივნისს) მიმართ. ზ.ხ–ნს ორივე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტების გადახდა ხელფასისა და სხვა შემოსავლების 1/3 წილის ოდენობით 2014 წლის 14 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2. თ.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ, თუმცა არ გამოცხადებულა სასამართლოში.
4. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ზ.ხ–ნს ჩამოერთვა მშობლის უფლებები არასრულწლოვანი შვილების, ე.ხ–ის (დაბ. 2006 წლის 25 ივნისს) და დ.ხ–ის (დაბ. 2006 წლის 25 ივნისს) მიმართ. ზ.ხ–ნს ორივე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტების გადახდა ხელფასისა და სხვა შემოსავლების 1/3 წილის ოდენობით 2014 წლის 14 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
8. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
9. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.მ–ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2-3725/14;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე