საქმე №ა-318-შ-6-2023 16 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.კ.
მოწინააღმდეგე მხარე – ო.კ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის კასელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს განდაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის კასელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო.კ–სა და ქ.კ–ს (ნ–ძე) შორის კასელის მმაჩის ბიუროში 2020 წლის 3 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E 156/2020) შეწყდა.
ქ.კ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის კასელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 18 ოქტომბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ქ.კ. საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით ქ.კ–ს შუამდგომლობა გერმანიის კასელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ქ.კ–ს შუამდგომლობა გერმანიის კასელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის კასელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო.კ–სა და ქ.კ–ს (ნ–ძე) შორის კასელის მმაჩის ბიუროში 2020 წლის 3 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E 156/2020) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 18 ოქტომბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ქ.კ. საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის კასელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.კ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კასელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ო.კ–სა და ქ.კ–ს (ნ–ძე) შორის კასელის მმაჩის ბიუროში 2020 წლის 3 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E 156/2020) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი