Facebook Twitter

საქმე №ას-1314-2022 27 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე თავისი ინიციატივით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 17 თებერვალს გაცემულ №ას-1314-2022 სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.გ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის 17 თებერვალს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

ზემოაღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული მოწინააღმდეგე მხარის პირადი ნომერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 17 თებერვალს გაცემულ №ას-1314-2022 სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 17 თებერვალს გაცემულ №ას-1314-2022 უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში ი.გ–ძის პირადი ნომერი „.....“ გასაწორდეს პირადი ნომრით „......“

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 17 თებერვალს გაცემულ №ას-1314-2022 უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში ი.გ–ძის პირადი ნომერი „....... “ გასაწორდეს პირადი ნომრით „......“

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე