Facebook Twitter

საქმე №ას-1445-2022 22 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა“ (მოპასუხე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,დ.რ.ს.მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურება, დისკრიმინაციის შედეგად მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ა–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს ,,დ. რ.ს.მ–ბის’’ და შპს ,,დ.რ.ს.მ–ის’’ მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ,,დ.რ.ს.მ–ი’’-დან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 16 ივნისს დაწერილი განცხადება, როგორც განხორციელებული იძულების და შეცდომაში შეყვანის შედეგად დაწერილი; ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ,,დ.რ.ს.მ–ი’’-ს 2018 წლის 30 ივნისის ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე; დაეკისროს მოპასუხე შპს ,,დ.რ.ს.მ–ი’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ორი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციის - 3 375 ლარის გადახდა; დაეკისროს მოპასუხე შპს ,,დ.რ.ს.მ ’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით გამოუყენებელი საშვებულებო თანხის - 2 039 ლარის ანაზღაურება; დაეკისროს მოაპსუხე შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის თებერვლის და მარტის თვის სახელფასო დავალიანების - 2 069 ლარის ანაზღაურება; დაეკისროს მოპასუხე შპს ,,დ.რ.ს.მ–ბა’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად დავალიანების - 2 069 ლარის 0.07%-ის გადახდა; ბათილად იქნეს ცნობილი ვ.ჭ–ძის 2018 წლის 01 იანვრის საკადრო ბრძანება გამოცემული მოსარჩელის მიმართ; ბათილად იქნეს ცნობილი ვ.ჭ–ძის ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნეს მოსარჩელე შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა’’-ს მენჯერის (ან ტოლფას) პოზიციაზე; დაეკისროს მოპასუხე შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 2 000 ლარის ანაზღაურება; დადგინდეს მოსარჩელის მიმართ შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა’’-ში განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი და მოპასუხე შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 4 000 ლარის ანაზღაურება.

2. აღნიშნული სარჩელი მოპასუხემ არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ა–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი შპს „დ. რ.ს.მ–ბის“ 2019 წლის 01 აპრილის ბრძანება ი.ა–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; შპს „დ. რ.ს.მ–ბას“ ი.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 20 000 (ხელზე მისაღები) ლარის ოდენობით;

6. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2023 წლის 16 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,დ.რ.ს.მ–ისა“ და შპს ,,დ.რ.ს.მ–ბის“ წარმომადგენელმა ვ.ჭ–ძემ, რომლითაც დააყენა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება: შპს ,,დ.რ.ს.მ–ისა“ და შპს ,,დ. რ.ს.მ–ბის“ წარმომადგენელმა ვ.ჭ–ძემ სასამართლოს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.

11. აღიშნული დავის ფარგლებში მხარეთა შორის მორიგება განხორციელდა შემდეგი წესით:

ერთი მხრივ, კასატორი საქართველოს მოქალაქე ი.ა–ი, (მის: ქ. თბილისი, ...... პ/ნ: .........), და მეორე მხრივ, მოპასუხეები: შპს „დ.რ.ს.მ–ბა“ (მის: ქ. თბილისი, ......., ს/კ .......) წარმოდგენილი მისი დირექტორის ვ.ჭ–ძის სახით და შპს „დ.რ. ს. მ–ი (მის: ქ. თბილისი, ........, ს/კ ......) წარმოდგენილი მისი დირექტორის ვ.ჭ–ძის სახით, ერთად წოდებული „მხარეებად“, ჩვენს მიერ გამოხატული თავისუფალი ნების საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:

პრეამბულა:

მხარეები ადასტურებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამრთლე მირანდა ირემაძის შემადგენლობაში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა საქმე Nას-1445-2022 (საქმე N 330210019003072542) სადაც,

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორს წარმოადგენს შპს ,,დრ. რ.ს.მ–ბა“ (მოპასუხე - ი.ა–ი)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორია - ი.ა–ი მოპასუხეები - შპს ,,დრ. რ.ს.მ–ბა“ და შპს ,,დ.რ.ს.მ–ი“.

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურება, დისკრიმინაციის შედეგად მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები, სარგებლობენ რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - მხარეს ნებისმიერ დროს აქვს უფლება სსსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით და ამავე კოდექსის 831 მუხლით, ვინაიდან მხარეებს ერთმანეთის მიმართ აღარ გააჩნიათ დავის ინტერესი - გამოხატავენ სურვილს სასამართლო დავა საქმე Nას-1445-2022 (საქმე N 330210019003072542) დაასრულონ მორიგებით, შემდეგი პირობებით:

1. მოსარჩელე ი.ა–ი პ/ნ: ...... უარს ამბობს წამოყენებულ სასარჩელო მოთხოვნებზე ორივე მოპასუხის მიმართ შპს „დ. რ. ს. მ–ბა“ (ს/კ .......) და შპს „დ..რ. ს.მ–ი (ს/კ ......), და გაიხმობს რა წარმოდგენილ სარჩელს და აცხადებს რომ წინამდებარე მორიგების აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან მხარეებს შორის დავა და პრეტენზია ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით სრულიად ამოწურულად და დასრულებულად მიიჩნევა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის ფინანსური და სამართლებრივი პრეტენზიები გაგვაჩნია.

2. მხარეებისთვის ცნობილია იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომელთა მიხედვითაც წინამდებარე მორიგების საფუძველზე სასამართლოში საქმის წარმოება შეწყდება და სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ იქნება შესაძლებელი.

3. მხარეები ვადასტურებთ, რომ უარს ვაცხადებთ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების გამო საქმის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე და მორიგების აქტი ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე;

წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე 4 ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო მეოთხე ეგზემპლიარი წარდგენილი იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლე მირანდა ირემაძის წინაშე დავის საბოლოოდ მორიგებით (სამოქალაქო საქმე Nას-1445-2022 (საქმე N330210019003072542) დასრულების მიზნით.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

13. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,დ. რ.ს.მ–ბის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია 1083 ლარი, შესაბამისად, აღნიშნული თანხა მას სრულად დაუბრუნდება. რაც შეეხება ი.ა–ს, ის გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 218-ე მუხლებით, 420-ე, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,დ.რ.ს.მ–ისა“ და შპს ,,დ.რ.ს.მ–ბის“ დირექტორის, ვ.ჭ–ძის შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქმეზე №ას-1445-2022 (პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა“ (მოპასუხე) მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.ა–ი (მოსარჩელე) მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,დ.რ.ს.მ–ი“ (მოპასუხე) დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურება, დისკრიმინაციის შედეგად მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურება) შეწყდეს საქმის წარმოება და გაუქმდეს საქმეზე მიღებული ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, განჩინებები.

3. დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

ერთი მხრივ, კასატორი საქართველოს მოქალაქე ი.ა–ი, (მის: ქ. თბილისი, ....... ბ.12 პ/ნ: ......), და მეორე მხრივ, მოპასუხეები: შპს „დ.რ. ს. მ–ბა“ (მის: ქ. თბილისი, ........, ს/კ ......) წარმოდგენილი მისი დირექტორის ვ.ჭ–ძის სახით და შპს „დ. რ. ს. მ–ი (მის: ქ. თბილისი, ......... 68ა, ს/კ ......) წარმოდგენილი მისი დირექტორის ვ.ჭ–ძის სახით, ერთად წოდებული „მხარეებად“, ჩვენს მიერ გამოხატული თავისუფალი ნების საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:

პრეამბულა:

მხარეები ადასტურებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლე მირანდა ერემაძის შემადგენლობაში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა საქმე Nას-1445-2022 (საქმე N 330210019003072542) სადაც, პირველი საკასაციო საჩივრის ავტორს წარმოადგენს შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა“ (მოპასუხე - ი.ა–ი) მეორე საკასაციო საჩივრის ავტორია - ი.ა–ი მოპასუხეები - შპს ,,დ. რ.ს.მ–ბა“ და შპს ,,დ.რ.ს.მ–ი“.

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურება, დისკრიმინაციის შედეგად მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები, სარგებლობენ რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - მხარეს ნებისმიერ დროს აქვს უფლება სსსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით და ამავე კოდექსის 831 მუხლით, ვინაიდან მხარეებს ერთმანეთის მიმართ აღარ გააჩნიათ დავის ინტერესი - გამოხატავენ სურვილს სასამართლო დავა საქმე Nას-1445-2022 (საქმე N 330210019003072542) დაასრულონ მორიგებით, შემდეგი პირობებით:

1. მოსარჩელე ი.ა–ი პ/ნ: ....... უარს ამბობს წამოყენებულ სასარჩელო მოთხოვნებზე ორივე მოპასუხის მიმართ შპს „დ.რ.ს.მ–ბა“ (ს/კ ......) და შპს „დ.რ.ს.მ–ი (ს/კ ......), და გაიხმობს რა წარმოდგენილ სარჩელს და აცხადებს რომ წინამდებარე მორიგების აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან მხარეებს შორის დავა და პრეტენზია ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით სრულიად ამოწურულად და დასრულებულად მიიჩნევა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის ფინანსური და სამართლებრივი პრეტენზიები გაგვაჩნია.

2. მხარეებისთვის ცნობილია იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომელთა მიხედვითაც წინამდებარე მორიგების საფუძველზე სასამართლოში საქმის წარმოება შეწყდება და სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ იქნება შესაძლებელი.

3. მხარეები ვადასტურებთ, რომ უარს ვაცხადებთ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების გამო საქმის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე და მორიგების აქტი ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე;

წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე 4 ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო მეოთხე ეგზემპლიარი წარდგენილი იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლე მირანდა ერემაძის წინაშე დავის საბოლოოდ მორიგებით (სამოქალაქო საქმე Nას-1445-2022 (საქმე N330210019003072542) დასრულების მიზნით.

4. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს ,,დ.რ.ს.მ–ბას“ (ს.კ........) დაუბრუნდეს დ. ი–ის (პ.ნ. .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 10 ოქტომბერს N0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში (სახაზინო კოდი 300773150; რეფერენსი 1238385) გადახდილი 1083 ლარი.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე