Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-136-34-გ-03 12 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამრთლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა შპს “თ. მ. კომპანის” სარჩელთან დაკავშირებით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “თ. მ. კომპანიმ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ რომლის საფუძველზეც მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ 2003წ. 18 მარტს მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლის შესაბამისადაც შეწყვეტილად ჩაითვალა მოსარჩელესა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის 2001წ. 8 მაისს დადებული ხელშეკრულება.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის განჩინებით შპს “თ.მ. კომპანის” სარჩელი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის “გ” პუნქტზე მითითებით, გადაგზავნილი იქნა საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციით საქმის მისთვის დაქვემდებარება და იმ მოტივით, რომ სარჩელის ფასი არ აღემეტებოდა 500000 ლარს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 მაწილის შესაბამისად, 2003წ. 26 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად, გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს განჩინების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “თ. მ. კომპანის” სარჩელი განსახილველად ექვემდებარება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს შემდეგ მოსაზრებათა გამო.

როგორც სასარჩელო განცხადებიდან დასტურდება შპს “თ.მ. კომპანიის” დავის საგანს წარმოადგენს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეწყვეტილად ჩაითვალა მოსარჩელესა და საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტს შორის 2001წ. 8 მაისს დადებული ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ 2001წ. 8 მაისს მხარეებს შორის დადებული გარიგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე არ განეკუთვნება მითითებული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის “გ” პუნქტით განსაზღვრულ გარიგებას, კერძოდ საქმეში წარმოადგენილი ხელშეკრულება ¹7 არ გამომდინარეობს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, როგორც ამას ზემოაღნიშნული მუხლი ითვალიწინებს.

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე გარიგება, რომელიც ადმინისტრაციული გარიგების კლასიკური გაგებიდან და მისი განხილვის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს აზრით, მოქცეული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ჩარჩოებში.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მითითებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელის ფასი არ აღემატება 500000 ლარს, საქმე განსჯადობის წესით, უნდა დაექვემდებაროს რაიონულ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექ სის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “თ.მ. კომპანის” სარჩელი მოპასუხე სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან განსახილველად დაექვემდებაროს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.