Facebook Twitter

საქმე №ა-6544-შ-159-2022 24 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–დი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილებით მხარეებს (გ.ა–დსა და ი.ან–უს, ქალიშვილობის გვარი: დ–ძე) შორის 1999 წლის 29 ივლისს საბერძნეთის საკონსულოს მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ, ასევე თბილისში, საქართველოს საეკლესიო მართლმადიდებლური წესით, ასევე ათენში საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებულ მმაჩის ბიუროში ქორწინების რეგისტრაციის # 120/ E28/1999 გაფორმებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.დ–ძემ და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი ძალაშია 2006 წლის 23 დეკემბრიდან. ამასთან, მოსარჩელეს გ.ა–დი, ხოლო მოპასუხეს ი.ა–დუ (დ–ძე) იყო. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით მოხდა.

4. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტით დასტურდება, რომ ი.დ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ი.დ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი.დ–ძის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით (ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეებს (გ.ა–დსა და ი.ა–უს, ქალიშვილობის გვარი: დ–ძე) შორის 1999 წლის 29 ივლისს საბერძნეთის საკონსულოს მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ, ასევე თბილისში, საქართველოს საეკლესიო მართლმადიდებლური წესით, ასევე ათენში საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებულ მმაჩის ბიუროში (ქორწინების რეგისტრაციის # 120/ E28/1999) გაფორმებული ქორწინება შეწყდა, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.დ–ძის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის №20F 29/06 გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეებს (გ.ა–სა და ი. ა–უს, ქალიშვილობის გვარი: დ–ძე) შორის 1999 წლის 29 ივლისს საბერძნეთის საკონსულოს მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ, ასევე თბილისში, საქართველოს საეკლესიო მართლმადიდებლური წესით, ასევე ათენში საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებულ მმაჩის ბიუროში (ქორწინების რეგისტრაციის # 120/ E28/1999) გაფორმებული ქორწინება შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი