საქმე №ა-334-შ-5-2023 24 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ლ–უ
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ლ–უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით, გაუქმდა 2006 წლის 8 აპრილს მანჰაიმის სამოქალაქო რეესტრის მოხელის წინაშე მონაწილეთა (ა.ლ–უსა და რ.ლ–უს) ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი 157/2006).
2. 2023 წლის 25 იანვარს ა.ლ–უმ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ დადგენილება ციფრი 1-თან მიმართებით კანონიერი ძალის მქონეა 02.08.2022 წლიდან.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ განქორწინებისა და მისი თანმდევი საქმეების გამო საქმის განხილვა შედგა ზეპირი მოსმენით, 2022 წლის 2 აგვისტოს, რომელსაც ესწრებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის ნდობით აღჭურვილი პირები, ადვოკატები.
5. შუამდგომლობაზე თანდართული პირადობის მოწმობისა და პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა.ლ–უს შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა.ლ–უს შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით (ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა 2006 წლის 8 აპრილს მანჰაიმის სამოქალაქო რეესტრის მოხელის წინაშე მონაწილეთა (ა.ლ–უსა და რ.ლ–უს) ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი 157/2006), ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ლ–უს შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლუდვიგსჰაფენის რაინზეს ადგილობრივი სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს №5d F 247/19 გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა 2006 წლის 8 აპრილს მანჰაიმის სამოქალაქო რეესტრის მოხელის წინაშე მონაწილეთა (ა.ლ–უსა და რ.ლ–უს) ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი 157/2006);
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი