Facebook Twitter

საქმე №ას-892-2022

15 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. წ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.რ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – მხარეთა მორიგების გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.რ–მა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა ლ.წ–ის (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ და მოითხოვა სესხად გადაცემული თანხების - 1300 აშშ დოლარისა და 9122 ლარის, მოპასუხისთვის დაკისრება.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ.წ–ს, მოსარჩელე თ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელე ასევე, მოპასუხე მხარემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, აპელანტ ლ.წ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხოლო, აპელანტი თ.რ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 1, 3 და 4 პუნქტები) და თ.რ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. კერძოდ, მოპასუხე ლ.წ–ს, თ.რ–ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისრა 9122 ლარის გადახდის ვალდებულება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.წ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 სექტემბრის განჩინებით, ლ.წ–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2022 წლის 15 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებმა სასამართლოს შეთავაზების შესაბამისად, მიაღწიეს მორიგებას და მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება.

8. მორიგების აქტს ხელს აწერენ ერთი მხრივ, თ.რ–ი (მოსარჩელე) და და მეორე მხრივ, ლ.წ–ი (მოპასუხე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

11. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

13. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

1. ლ.წ–ს დაეკისროს თ.რ–ის სასარგებლოდ 9 000 ლარის გადახდა, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს ეტაპობრივად, შემდეგი ვადების დაცვით:

1.1. 4500 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 თებერვლამდე;

1.2. 1000 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 მარტამდე;

1.3. 1100 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილამდე;

1.4. 1100 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 მაისამდე;

1.5. 1300 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ივნისამდე.

2. ლ.წ–ს დაეკისროს დამატებით 630 ლარი, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ივნისამდე;

3. ლ.წ–ის მხრიდან მორიგების აქტის 1.5 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რითაც ლ.წ–ს თ.რ–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრება 11 130 ლარი.

4. ლ.წ–ის მხრიდან მორიგების აქტის 1.1. - 1.4. პუნქტების, მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რითიც ლ.წ–ს - თ.რ–ის სასარგებლოდ გადასახელად დაეკისრება 9630 ლარის გადახდა.

5. მხარეთა შეთანხმებით ძალაში დარჩეს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

14. მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

16. ვინაიდან მხარეთა შორის საქმის არსებით განხილვამდე შედგა მორიგება, ამდენად, კასატორ ლ.წ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 15 აგვისტოს №14172369671 საგადახდო დავალებით გადახდილი 631 ლარი და 50 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ლ. წ–სა და მეორე მხრივ, თ.რ–ს შორის შემდეგი პირობებით:

1.1 ლ.წ–ს დაეკისროს თ.რ–ის სასარგებლოდ 9 000 ლარის გადახდა, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს ეტაპობრივად, შემდეგი ვადების დაცვით:

1.2 4500 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 თებერვლამდე;

1.3 1000 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 მარტამდე;

1.4 1100 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილამდე;

1.5 1100 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 მაისამდე;

1.6 1300 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ივნისამდე.

1.7 ლ.წ–ს დაეკისროს დამატებით 630 ლარი, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ივნისამდე;

1.8 ლ.წ–ის მხრიდან მორიგების აქტის 1.5 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რითაც ლ.წ–ს თ.რ–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრება 11 130 ლარი.

1.9 ლ.წ–ის მხრიდან მორიგების აქტის 1.1. - 1.4. პუნქტების, მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რითიც ლ.წ–ს - თ.რ–ის სასარგებლოდ გადასახელად დაეკისრება 9630 ლარის გადახდა.

1.10 მხარეთა შეთანხმებით ძალაში დარჩეს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (N2/565-19) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება (N2ბ/4115-21).

3. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-892-2022.

4. კასატორ ლ.წ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 15 აგვისტოს №14172369671 საგადახდო დავალებით გადახდილი 631 ლარი და 50 თეთრი.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე