Facebook Twitter

საქმე №ას-1441-2022

13 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ი. ბ.ს.ნ.ც–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.პ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმოს საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით პ.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს ,,ი.ბ.ს.ნ.ც–ს“ დაევალა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მომზადებული ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების პ.პ–ისათვის გადაცემა:

აუდიტის დასკვნები;

ბუღალტრული ჩანაწერები;

საზოგადოების პარტნიორთა ყველა კრების ოქმი და მიღებული გადაწყვეტილებები; საზოგადოების პარტნიორებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები; საშემოსავლო, მოგებისა და დღგ-ს ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციები; მოგება-ზარალის ბალანსის უწყისები;

კომპანიის www.rs.ge-ს პირადი პორტალის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს ,,ი.ბ.ს.ნ.ც–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა შპს ,,ი.ბ.ს.ნ.ც–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ი. ბ.ს.ნ.ც–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2023 წლის 1 თებერვალს პ.პ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განაცხადა რომ ის უარს ამბობს სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმომადგენელი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ პ.პ–ის სარჩელზე შპს ,,ი. ბ.ს.ნ.ც–ის“ მიმართ წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს სსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოზე არ ვრცელდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პ.პ–ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ი. ბ.ს.ნ.ც–ი“ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ემუხლებით და

დაადგინა:

1. პ.პ–ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს:

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე პ.პ–ის სარჩელის გამო შპს ,,ი. ბ.ს.ნ.ც–ი“ მიმართ საწარმოს საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მიღების თაობაზე.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება) და განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

4. შპს ,,ი. ბ.ს.ნ.ც–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს ,,მ–ის’’ ......., რ.ბ–ძის ..... მიერ 2022 წლის 23 აგვისტოს გადახდილი (საგადახდო დავალება N1661250808) სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე