Facebook Twitter

საქმე №ა-576-შ-12-2023 28 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ.ქ.

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ქ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის, ქარშიიაქას პირველი საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის (№2019/964) გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თურქეთის რესპუბლიკის, ქარშიიაქას პირველი საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის (№2019/964) გადაწყვეტილებით, ს.ქ–სა და ფ.ქ–ს (გ–ას) შორის არსებული ქორწინება შეწყდა.

2. ფ.ქ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. თურქეთის რესპუბლიკის, ქარშიიაქას პირველი საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის (№2019/964) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინააღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით, ფ.ქ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ქარშიიაქას პირველი საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის (№2019/964) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკის, ქარშიიაქას პირველი საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის (№2019/964) გადაწყვეტილებით, ს.ქ–სა და ფ.ქ–ს (გ–ას) შორის არსებული ქორწინება შეწყდა. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის, ქარშიიაქას პირველი საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის (№2019/964) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ.ქ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ქარშიიაქას პირველი საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის (№2019/964) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ქარშიიაქას პირველი საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის (№2019/964) გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ქ–სა და ფ.ქ–ს (გ–ას) შორის არსებული ქორწინება შეწყდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე