Facebook Twitter

საქმე №ა-5656-შ-143-2022 15 მარტი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ტ.კ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ზ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე N2-271/20

დავის საგანი – თანაცხორვების დროს შეძენილი ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვაშია ტ.კ–იას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმეზე N2-271/20 ტ.კ–იას სარჩელი ა.ზ–ის მიმართ დაკმაყოფილდა. ა.ზ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 400 000 რუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ტ.კ–იამ, რომელმაც მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 02 ივლისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 03 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

2023 წლის 14 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა ტ.კ–იას წარმომადგენელმა ნ.გ–მა რომლითაც დააყენა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1" და ,,დ" ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადების საფუძველზე შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ აღარ არსებობს დავის საგანი ან მხარეები მორიგდნენ.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია განცხადება შუამდგომლობის გახმობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის შედგა მორიგება, შესაბამისად, აღარ არსებობს საქმის განხილვის ინტერესი და დავის საგანი, რაც ქმნის საქმის წარმოების შეწყვეტის საპროცესო სამართლებრივ საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 218-ე მუხლებით, 420-ე, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ტ.კ–იას წარმომადგენლის, ნ.გ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2.საქმეზე №ა-5656-შ-143-2022 (შუამდგომლობის ავტორი – ტ.კ–ია მოწინააღმდეგე მხარე – ა.ზ–ი გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე N2-271/20 დავის საგანი – თანაცხორვების დროს შეძენილი ქონების გაყოფა) შეწყდეს საქმის წარმოება.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე