საქმე №ა-814-შ-23-2023 9 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ჩ.
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.რ.ჩ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნჰენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება N 566 F 11606/12.
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნჰენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით N 566 F 11606/12 ს.ჩ–სა და ვ.რ.ჩ–ს შორის შეწყდა ქორწინება განქორწინების გზით. აღნიშნული გადაწყვეტილება 2013 წლის 22 იანვარს შევიდა კანონიერ ძალაში.
2022 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ს.ჩ–მა და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორისა და შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინების გზით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნჰენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება N 566 F 11606/12-ის საფუძველზე, რომელის კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 22 იანვარს.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ზემოაღნიშნული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, ის უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.ჩ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნჰენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება N 566 F 11606/12, რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის 2008 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული (ქორწინების რეესტრი #3350/2008) ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე