Facebook Twitter

საქმე №ა-5399-შ-149-2022 2 მარტი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ.თ–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - პირის ქმედუუნაროდ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.თ–ვამ 2022 წლის 8 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მ.თ–ვას შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.თ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით კ.ა–ი (დაბადებული 1965 წლის 18 მაისს, დაბადების ადგილი ს. ........., გორის რაიონი, საქართველოს სსრ, მისამართი: ჩორ-ალანია, პრიგოროდნი რაიონი, .......) აღიარებული იქნა ქმედუუნაროდ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მითითებული გადაწყვეტილება 2022 წლის 23 ივნისს შესულია კანონიერ ძალაში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.თ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც კ.ა–ი (დაბადებული 1965 წლის 18 მაისს, დაბადების ადგილი ……., გორის რაიონი, საქართველოს სსრ, მისამართი: ჩორ-ალანია, პრიგოროდნი რაიონი, ..........) აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე