საქმე №ას-335-335-2018 21 მარტი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – მ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – ზ.შ–ძე
მეორე კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – ზ.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – მ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 დეკემბრის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვაშია ზ.შ–ძისა და მ.გ–ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით, აღნიშნული საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
2023 წლის 20 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა მ.გ–ძემ, რომლითაც იშუამდგომლა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა მორიგების აქტის დამტკიცება. განცხადებაში თანდართულ მორიგების აქტს ხელს აწერს ზ.შ–ძეც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: წარმოდგენილ მორიგების აქტს ხელს აწერს ორივე მხარე, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციისას ორივე მხარემ დაადასტურა, რომ აღნიშნული მორიგების აქტი მათი თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება დავა მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაასრულონ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
აღიშნული დავის ფარგლებში მხარეთა შორის მორიგება განხორციელდა შემდეგი წესით:
მორიგების აქტი
ერთის მხრივ ზ.შ–ძე (შემდგომში „კასატორი“)
და მეორეს მხრივ მ.გ–ძე (შემდგომში „მოწინააღმდეგე მხარე“)
კასატორი და მოწინააღმდეგე მხარე მათზე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეთანხმდენ შემდეგზე:
პ რ ე ა მ ბ უ ლ ა
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის 1989 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2023 წლის 17 იანვარს (განქორწინების მოწმობა
N 68232000173),
იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის და ასევე უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის ძალაში შესული გადაწყვეტილებებით მ.გ–ძეს მიკუთვნებული აქვს გარკვეული ფულადი სახსრები, რომლის გადახდის ვალდებულებაც გააჩნია ზ.შ–ძეს,
იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით უზენაესი სასამართლო (მოსამართლე მირანდა ერემაძე) განიხილავს ზ.შ–ძის და მ.გ–ძის საკასაციო საჩივრებს,
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს სურთ სადავო საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
1. მ.გ–ძე უარს აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N2/1029-15) მისთვის (მ.გ–ძე) მიკუთვნებული და ზ.შ–ძეზე დაკისრებული თანხების მოთხოვნაზე, კერძოდ: 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე იჯარის თანხის 32 125 ლარის, ასევე 2014 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე მიღებული დივიდენდის ნახევრის 160 775 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურებაზე, ასევე მისთვის მიკუთვნებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, რაც ზემოხსენბულ გადაწყვეტილებაში არის დადგენილი მ.გ–ძის სასარგებლოდ და აცხადებს, რომ არცერთი ფორმით მას ეს მოთხოვნა აღარ გააჩნია და არ მოახდენს სააღსრულებო წარმოების გზით თანხების იძულებით აღსრულებაზე მიმართვას.
2. სანაცვლოდ ზ.შ–ძე უარს აცხადებს მ.გ–ძის მიმართ ქორწინების განმავლობაში წარმოშობილი საერთო ვალების გაყოფის მოთხოვნაზე: კერძოდ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ 2015 წლის 30 მარტის და 31 აპრილის განჩინებებით 87 400 აშშ დოლარის, ხოლო 2017 წლის 8 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ იგივე საქმეზე განმეორებით მიღებული გადაწვეტილებით მ.გ–ძეზე მეუღლეთა საერთო ვალებიდან 41 358 დოლარის დაკისრებაზე.
მორიგების აქტზე ხელისმოწერით ზ.შ–ძე ადასტურებს, რომ არცერთი ფორმით მას აღარ გააჩნია მოთხოვნა მ.გ–ძის მიმართ საპროცესო ხარჯების ჩათვლით.
3. მორიგების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან ზ.შ–ძე მიმართვს საქართველოს უზენაესს სასამართლოს მ.გ–ძის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობით.
4. მხარეები ადასტურებენ, რომ მორიგების ფაქტიდან გამომდინარე ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე პრეტენზია აღნიშნული დავის გარეთ მათი ქორწინების განმავლობაში შეძენილ ნებისმიერ უძრავ ან მოძრავ ქონებასთან ან კომპანიების წილებთან და დივიდენდთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ბაჟის საკითხი უნდა გამოითვალოს შემდეგი წესით: ზ.შ–ძის მიერ თავის საკასაციო საჩივარზე გადახდილი ჰქონდა 2860 ლარი, შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მისი ნახევარი - 1430 ლარი. რაც შეეხება მ.გ–ძეს, მას დაევალა 2067,918 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მან წარმოადგინა 2915,76 ლარის სახელმწიფო ბაჟი, ხოლო 2018 წლის 06 აპრილის განჩინებით, გადაუვადდა ბაჟის ნაწილის გადახდა საქმის საბოლოო დასრულებამდე. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადასახდელი ბაჟის ნახევარსა და რეალურად გადახდილ ბაჟის ოდენობას შორის სხვაობა (5314,54/2=26957,27; 2915,76-2657,27=258,49) რაც შეადგენს 258,49 ლარს. დანარჩენი ნაწილი კი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 218-ე მუხლებით, 420-ე, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ძის შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის, ასევე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე №ას-335-335-2018 (პირველი კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – მ.გ–ძე, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – ზ.შ–ძე, მეორე კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – ზ.შ–ძე, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – მ.გ–ძე, გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 დეკემბრის განჩინება, პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება დავის საგანი – მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფა) შეწყდეს საქმის წარმოება.
3. დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
მორიგების აქტი
ერთის მხრივ ზ.შ–ძე (შემდგომში „კასატორი“)
და მეორეს მხრივ მ.გ–ძე (შემდგომში „მოწინააღმდეგე მხარე“)
კასატორი და მოწინააღმდეგე მხარე მათზე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეთანხმდენ შემდეგზე:
პ რ ე ა მ ბ უ ლ ა
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის 1989 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2023 წლის 17 იანვარს (განქორწინების მოწმობა
N 68232000173),
იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის და ასევე უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის ძალაში შესული გადაწყვეტილებებით მ.გ–ძეს მიკუთვნებული აქვს გარკვეული ფულადი სახსრები, რომლის გადახდის ვალდებულებაც გააჩნია ზ.შ–ძეს,
იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით უზენაესი სასამართლო (მოსამართლე მირანდა ერემაძე) განიხილავს ზ.შ–ძის და მ.გ–ძის საკასაციო საჩივრებს,
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს სურთ სადავო საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა:
1. მ.გ–ძე უარს აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N2/1029-15) მისთვის (მ.გ–ძე) მიკუთვნებული და ზ.შ–ძეზე დაკისრებული თანხების მოთხოვნაზე, კერძოდ: 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე იჯარის თანხის 32 125 ლარის, ასევე 2014 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე მიღებული დივიდენდის ნახევრის 160 775 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურებაზე, ასევე მისთვის მიკუთვნებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, რაც ზემოხსენბულ გადაწყვეტილებაში არის დადგენილი მ.გ–ძის სასარგებლოდ და აცხადებს, რომ არცერთი ფორმით მას ეს მოთხოვნა აღარ გააჩნია და არ მოახდენს სააღსრულებო წარმოების გზით თანხების იძულებით აღსრულებაზე მიმართვას.
2. სანაცვლოდ ზ.შ–ძე უარს აცხადებს მ.გ–ძის მიმართ ქორწინების განმავლობაში წარმოშობილი საერთო ვალების გაყოფის მოთხოვნაზე: კერძოდ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ 2015 წლის 30 მარტის და 31 აპრილის განჩინებებით 87 400 აშშ დოლარის, ხოლო 2017 წლის 8 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ იგივე საქმეზე განმეორებით მიღებული გადაწვეტილებით მ.გ–ძეზე მეუღლეთა საერთო ვალებიდან 41 358 დოლარის დაკისრებაზე.
მორიგების აქტზე ხელისმოწერით ზ.შ–ძე ადასტურებს, რომ არცერთი ფორმით მას აღარ გააჩნია მოთხოვნა მ.გ–ძის მიმართ საპროცესო ხარჯების ჩათვლით.
3. მორიგების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან ზ.შ–ძე მიმართვს საქართველოს უზენაესს სასამართლოს მ.გ–ძის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობით.
4. მხარეები ადასტურებენ, რომ მორიგების ფაქტიდან გამომდინარე ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე პრეტენზია აღნიშნული დავის გარეთ მათი ქორწინების განმავლობაში შეძენილ ნებისმიერ უძრავ ან მოძრავ ქონებასთან ან კომპანიების წილებთან და დივიდენდთან დაკავშირებით.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;
5. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე პირველ და მეორე ინსტანციებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება (განჩინება).
6.ზ.შ–ძეს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (გადახდა განხორციელდა მ.ყ–ის პ.ნ. ........ მიერ ზ.შ–ძის ნაცვლად, საგადახდო დავალება №0, რეფერენსი - 19664..., გადახდის თარიღი 2018 წლის 19 მარტი) 2860 ლარის 50% - 1430 ლარი;
7. მ.გ–ძეს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0, რეფერენსი - 197765...., გადახდის თარიღი 2018 წლის 27 მარტი) 2915.16 ლარიდან 258,49 ლარი.
8. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე