საქმე №ა-619-შ-16-2023 13 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ.დ.
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილებით ზ.დ–სა და ლ.დ–ს შორის 2004 წლის პირველ თებერვალს საგარეჯოს/საქართველოს მმაჩის დაწესებულების წარმომადგენლის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ზ.დ–მა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2008 წლის 22 აპრილიდან. ამასთან, ლ.დ–ის სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით.
4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით ზ.დ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.დ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილების ცნობის შესახებ, რომლითაც ზ.დ–სა და ლ.დ–ს შორის 2004 წლის პირველ თებერვალს საგარეჯოს/საქართველოს მმაჩის დაწესებულების წარმომადგენლის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.დ–სა და ლ.დ–ს შორის 2004 წლის პირველ თებერვალს საგარეჯოს/საქართველოს მმაჩის დაწესებულების წარმომადგენლის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.დ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის 4F 569/07 გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.დ–სა და ლ.დ–ს შორის 2004 წლის პირველ თებერვალს საგარეჯოს/საქართველოს მმაჩის დაწესებულების წარმომადგენლის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი