24 მარტი 2023 წელი
საქმე№ა-1398-შ-35-2023 ქ.თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ვ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე№ 533 F 9553/16)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2023 წლის 21 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ე.პ–მა გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე№ 533 F 9553/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
2. შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მიხედვით, გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე№ 533 F 9553/16) მოსარჩელე ა.ვ–ის სარჩელი მოპასუხე ე.პ–ის მიმართ დაკმაყოფილდა და ა.ვ–ის (დაბადებული 27.11.1984წ., გერმანიის მოქალაქე, დილლინგერ შტრასე 13, 80997 მიუნხენი) და ე.პ–ს (დაბადებული 07.11.1992წ., საქართველოს მოქალაქე, ელექტრა შტრასე 5, მე-3 სართული, 81925 მიუნხენი) შორის 15.04.2014 წ. მიუნხენის მმაჩის დაწესებულების თანამშრომლის წინაშე (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E 785/2014) შემდგარი ქორწინება შეწყვეტილ იქნა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე განაცხადა მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, რასაც მოპასუხე დაეთანხმა. საქმის მასალების შესწავლით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 13 დეკემბერს. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით ე.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე№ 533 F 9553/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ე.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე№ 533 F 9553/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. დადგენილია, რომ გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე№ 533 F 9553/16) მოსარჩელე ა.ვ–ის სარჩელი მოპასუხე ე.პ–ის მიმართ დაკმაყოფილდა და ა.ვ–ის (დაბადებული 27.11.1984წ., გერმანიის მოქალაქე, დილლინგერ შტრასე 13, 80997 მიუნხენი) და ე.პ–ს (დაბადებული 07.11.1992წ., საქართველოს მოქალაქე, ელექტრა შტრასე 5, მე-3 სართული, 81925 მიუნხენი) შორის 15.04.2014 წ. მიუნხენის მმაჩის დაწესებულების თანამშრომლის წინაშე (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E 785/2014) შემდგარი ქორწინება შეწყვეტილ იქნა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 13 დეკემბერს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.
10. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
11. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე№ 533 F 9553/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ე.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №533 F 9553/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №533 F 9553/16), რომლითაც მოსარჩელე ა.ვ–ის სარჩელი მოპასუხე ე.პ–ის მიმართ დაკმაყოფილდა და ა.ვ–ის (დაბადებული 27.11.1984წ., გერმანიის მოქალაქე, დილლინგერ შტრასე 13, 80997 მიუნხენი) და ე.პ–ს (დაბადებული 07.11.1992წ., საქართველოს მოქალაქე, ელექტრა შტრასე 5, მე-3 სართული, 81925 მიუნხენი) შორის 15.04.2014 წ. მიუნხენის მმაჩის დაწესებულების თანამშრომლის წინაშე (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E 785/2014) შემდგარი ქორწინება შეწყვეტილ იქნა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი