საქმე №ას-1475-2022 7 აპრილი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა.ვ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – ლ.ა.ჟ–ა და ნ.ფ.გ.ი–ეს სარჩელის გამო, ბმა „......ქუჩა #3-ის“, ა.ვ–ის, ი.გ–ას, პ.დ–ძისა და ლ.ბ–ის მიმართ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და სადავო სათავსოების ამხანაგობისათვის მიკუთვნების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ა.ვ–ისა და ბმა „..... ქუჩა #3-ის“ თავმჯდომარის ა.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებაზე ბმა „......ქუჩა #3-ის“ თავმჯდომარის ა.მ–ის საკასაციო პრტენზიის ნაწილში დარჩა განუხილველად; ა.ვ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სადავო სათავსოს (საკადასტრო კოდი: ........; ფართი: 80.49 კვ.მ) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო ბაჟის, ამ ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ა.ვ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადა 15 (თხუთმეტი) დღით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2023 წლის 6 მარტს ჩაბარდა პირადად (იხ. ხელწერილი ტ.5, ს.ფ.261).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული თხუთმეტდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 7 მარტს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 21 მარტს. მხარემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოს მომართა საპროცესო ვადის დარღვევით - 2023 წლის 22 მარტს, წარმოადგინა დავის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმეტები და სახელმწიფო ბაჟის - 417.30 ლარის ჩარიცხვის ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ვ–ის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული. ამასთან, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.ძ–ის მიერ 2023 წლის 22 მარტის #32117973 საგადახდო დავალებით გადახდილი 417.30 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ვ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ა.ვ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ძ–ის (პ/ნ .........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 417.30 ლარი (საგადახდო დავალება №32117973, გადახდის თარიღი - 22.03.2023წ.) შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე