Facebook Twitter

№ა-1273-შ-32-2023 30 მარტი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.ბ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – შვედეთის, კრისტიანსტადის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №T1798-20)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შვედეთის, კრისტიანსტადის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №T1798-20) ჰ.ბ–ისა (Hana Broy/19780724-0721, საქართველოს მოქალაქე) და ვ.ბ–ის (Valeri Broy/19741109-2492) ქორწინება შეწყდა. ბავშვის კ.ბ–ის (Kevin Broy/20080623-6899) ერთპიროვნული მეურვეობა დაეკისრა ჰ.ბ–ის.

2. ვ.ბ–იმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთდასახელებული გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილია, რომ 1995 წლის 23 სექტემბერს ხანა ამოევი და ვ.ბ–ი დაქორწინდნენ (აქტის ჩანაწერის №628).

8. შვედეთის, კრისტიანსტადის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №T1798-20) ჰ.ბ–ისა (Hana Broy/19780724-0721, საქართველოს მოქალაქე) და ვ.ბ–ის (Valeri Broy/19741109-2492) ქორწინება შეწყდა. ბავშვის კ.ბ–ის (Kevin Broy/20080623-6899) ერთპიროვნული მეურვეობა დაეკისრა ჰ.ბ–ის.

9. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს შვედეთის, კრისტიანსტადის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №T1798-20), ჰ.ბ–ისა (Hana Broy/19780724-0721, საქართველოს მოქალაქე / ქორწინების მოწმობის მიხედვით - ხანა) და ვ.ბ–ის (Valeri Broy/19741109-2492) ქორწინების შეწყვეტის ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე