Facebook Twitter

29 სექტემბერი 2022 წელი №ას-1188-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ზ–სი (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ა.ზ–უ, ნ.ხ–ი, გ.ს–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეზე აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ზ–სმა სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: გ.ს–ძის, ა.ზ–უს, ნ.ხ–ისა და გ.ს–ის მიმართ და მოითხოვა:

1.1. 2009 წლის 17 ივნისს, ა.ზ–უსა და გ.ს–ძეს შორის N ........, N........., N ........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

1.2. 2009 წლის 18 ივნისს, ა.ზ–უსა და გ.ს–ძეს შორის N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

1.3. 2016 წლის 17 ოქტომბერს, გ.ს–ძესა და ნ.ხ–ს შორის N ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

1.4. 2016 წლის 30 ნოემბერს, გ.ს–ძესა და გ.ს–ს შორის N .......; N........ და N....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

1.5. სადავო უძრავი ქონებების თავდაპირველ მესაკუთრეზე - ს.ზ–ზე, საკუთრების უფლებით აღრიცხვა.

2. გ.ს–ძემ, ნ.ხ–მა და გ.ს–მა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებები კეთილსინდისიერებისა და კანონის სრული დაცვით არის დადებული, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მათვე მიუთითეს სარჩელის ხანდაზმულობაზე.

3. ა.ზ–უმ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, გ.ს–ძისთვის მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი არ მიუყიდია, გ.ს–ძესთან დადო არა ნასყიდობის, არამედ - სადავო უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები, რომლებზე დატანილი ხელმოწერებიც იქნა გამოყენებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებზე.

4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ზ–სის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი გ.ს–ძესა და ნ.ხ–ს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე (ს/კ .....) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი გ.ს–ძესა და გ.ს–ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს უძრავ ნივთებზე (ს/კ ........; ს/კ ..........; ს/კ ......) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. მოსარჩელე გ.ზ–სის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილებში, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ.ზ–სის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა.ზ–უსა და გ.ს–ძეს შორის 2009 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები №ს/კ ......, № ს/კ ......, № ს/კ ....... უძრავ ქონებებზე. ბათილად იქნა ცნობილი ა.ზ–უსა და გ.ს–ძეს შორის 2009 წლის 18 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება №ს/კ ........ უძრავ ქონებაზე. სადავო უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით აღირიცხა თავდაპირველ მესაკუთრეზე - ს.ზ–ზე. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:

6.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით:

ბათილად იქნა ცნობილი ა.ზ–უს სახელზე 2009 წლის 11 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით №.....

ბათილად იქნა ცნობილი ა.ზ–უს სახელზე 2009 წლის 11 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით №.......

ბათილად იქნა ცნობილი ა.ზ–უს სახელზე 2009 წლის 11 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით №..........

6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ.ზ–სის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 14 ივნისის განცხადების საფუძველზე, 2009 წლის 18 ივნისის N882009168244-03 გადაწყვეტილებით ა.ზ–უს სახელზე განხორციელებული უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით №.........

6.3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივის მიერ 2014 წლის 29 აგვისტოს გაცემული №AA2014046481-05 საარქივო ცნობის თანახმად, წალკის რაიონის ........ სასოფლო საბჭოს სოფელ ........ 1986-1990 (რეკვიზიტები შევსებულია 1993 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ.ზ.ფ–ის ძე. კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან: ს.ზ.პ. ასული - ცოლი; გ.ზ.ნ. ძე - შვილი (გადახაზულია, გამოეყო); ა.ზ.ს. ასული - რძალი (გადახაზულია, გამოეყო); ა.ზ.გ. ძე - შვილიშვილი (გადახაზულია, გამოეყო); ნ.ზ.გ. ძე - შვილიშვილი (გადახაზულია, გამოეყო).

წალკის რაიონის ........ სასოფლო საბჭოს სოფელ ........ 1994-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ.ზ.ფ–ტის ძე (გადახაზულია, გარდაიცვალა). კომლის შემადგენლობაში ირიცხება: ს.ზ– ჩ–ვა პ. ასული - ცოლი.

წალკის რაიონის ........ სასოფლო საბჭოს სოფელ ........ 1997-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს.ზ. პ. ასული (გარდაიცვალა). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: გ.ზ.ნ. ძე - შვილი; ა.ზ–ვა (დოკუმენტში ასეა) - რძალი; ა. (ასე იკითხება, ჩანაწერი გაურკვეველია) ზ.გ. (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი; ნ. (ასე იკითხება, ჩანაწერი გაურკვეველია) ზ.გ. (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი;

გარდაცვალების მოწმობების თანახმად, ნ.ა. ზ–ვი გარდაიცვალა 1996 წლის 2 მარტს. ხოლო ს.ზ. გარდაიცვალა 1997 წლის 15 სექტემბერს;

1999 წლის 9 დეკემბრის (განაცხადის რეგისტრაცია №15519) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 1899,68 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ........) მესაკუთრედ აღრიცხულია ს.ზ.;

1999 წლის 7 დეკემბრის (განაცხადის რეგისტრაცია №15103) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2519,90 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით .......) მესაკუთრედ აღრიცხულია ს.ზ.;

1999 წლის 20 ნოემბრის (განაცხადის რეგისტრაცია №10504/99) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2141,28 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ........) მესაკუთრედ აღრიცხულია ს.ზ.;

2009 წლის 11 ივნისს ა.ზ–უმ განცხადებით N1647001 მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ......), მდებარე წალკა, სოფელი ......, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა. განცხადების თანახმად, მასზე დართული იყო შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სადამფუძნებლო დოკუმენტაცია; წარმომდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებას ხელს აწერს ა.ზ–უ. აღნიშნულ განცხადებაზე მომსახურების საფასური გადახდილია გ.ს–ძის მიერ.

2009 წლის 17 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 1901 კვ.მ. სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ........ მესაკუთრედ აღრიცხულია ა.ზ–უ. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი №15519,09.12.99წ. და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

მითითებული სააღრიცხვო ბარათის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არის ....... და მესაკუთრედ ირიცხება ს.ზ.

2009 წლის 17 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების №25 თანახმად, ზ–ვა ა. და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა წალკა, სოფელ ..... მდებარე მიწის ნაკვეთი 1901 კვ.მ ფართობით.

საჯარო რეესტრში განაცხადის რეგისტრაციის №882009166535. საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა N15519 99. ხელშეკრულებას ხელს აწერს გამყიდველი ზ–ვა ა. და მყიდველი გ.ს–ძე;

2009 წლის 23 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის N 882009172179) თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 1901 კვ.მ. სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ....... მესაკუთრედ აღირიცხა გ.ს–ძე.

უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N25, 17.06.2009 წ. და მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი №882009166535, 11.06.2009წ.

2009 წლის 11 ივნისს ა.ზ–უმ განცხადებით N1647001 მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ........), მდებარე წალკა, სოფელი .........რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა. განცხადების თანახმად, მასზე დართული იყო შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სადამფუძნებლო დოკუმენტაცია; წარმომდგენის პირადობის დამადასუტრებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებას ხელს აწერს ა.ზ–უ. აღნიშნულ განცხადებაზე მომსახურების საფასური გადახდილია გ.ს–ძის მიერ.

2009 წლის 17 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2519 კვ.მ. სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ........ მესაკუთრედ აღრიცხულია ა.ზ–უ. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი №15103, 07.12.99წ. და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

მითითებული სააღრიცხვო ბარათის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არის ....... და მესაკუთრედ ირიცხება ს.ზ–.

2009 წლის 17 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ზ–ვა ა. და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა წალკა, სოფელ ..... მდებარე მიწის ნაკვეთი 2519,90 კვ.მ ფართობით. ხელშეკრულებას ხელს აწერს გამყიდველი ზ–ვა ა. და მყიდველი გ.ს–ძე.

2009 წლის 23 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2519 კვ.მ. სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ... მესაკუთრედ აღირიცხა გ.ს–ძე. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N26, 17.06.2009 წ. და მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი №882009166531, 11.06.2009წ.

2009 წლის 29 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 54196 კვ.მ. საძოვარი კატეგორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ..... მესაკუთრედ აღრიცხულია წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მომართვა N230, 08.07.2009 წ. და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

2009 წლის 11 ივნისს ა.ზ–უმ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი .........), მდებარე წალკა, სოფელი ...... რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა.

განცხადების თანახმად, მასზე დართული იყო შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სადამფუძნებლო დოკუმენტაცია; წარმომდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებას ხელს აწერს ა.ზ–უ. აღნიშნულ განცხადებაზე მომსახურების საფასური გადახდილია გ.ს–ძის მიერ.

2009 წლის 17 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის N 882009166524) თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2141 კვ.მ. სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ...... მესაკუთრედ აღრიცხულია ა.ზ–უ. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი №10504, 20.11.99წ. და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მითითებული სააღრიცხვო ბარათის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არის ...... და მესაკუთრედ ირიცხება ს.ზ.

2009 წლის 17 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების №27 თანახმად, ზ–ვა ა.სა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა წალკა, სოფელ ..... მდებარე მიწის ნაკვეთი 2141 კვ.მ ფართობით. საჯარო რეესტრში განაცხადის რეგისტრაციის N882009166524. საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა N10504/99. ხელშეკრულებას ხელს აწერს გამყიდველი ზ–ვა ა. და მყიდველი გ.ს–ძე.

2009 წლის 23 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2141 კვ.მ. სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ...... მესაკუთრედ აღირიცხა გ.ს–ძე. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N27, 17.06.2009 წ. და მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი №882009166524,11.06.2009წ.

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფ. ..... გამგებლის რწმუნებულ ა. ტ–ის მიერ 2007 წლის 02 აგვისტოს გაცემული №253 ცნობის თანახმად, ა. ზ–უს გააჩნია წალკის რაიონის, სოფ. ..... მდებარე სახლი კერძო მფლობელობაში და მიწა 0.10 ჰა.

2007 წლის 3 სექტემბერს ,,ა. ზ–უმ" (როგორც განცხადებაშია) განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მიწისა და უძრავი ქონების მდებარე წალკა, სოფელი ....... საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

2007 წლის 1 სექტემბრით დათარიღებულ ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში, წალკის რაიონის, სოფელ ..... 18 მდებარე სახლის მფლობელად ჩაწერილია ზ. ა. ს. ასული.

2002 წლის 15 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში №2135/2002 მითითებულია შემდეგი მონაცემები:

საკუთრების განყოფილება - სარეგისტრაციო ზონა - წალკა - კოდი 85; სექტორი - ....... - კოდი 18; კვარტლის N?; ნაკვეთის №?; ფართობი 0,100 ჰა, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო სამეურნეო. მესაკუთრის განყოფილებაში კალაეროვი ვარვარას ოჯახი გადახაზულია აღნიშვნით შეცდომა და მითითებულია ზდელიდუ ა.. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია საგადასახდო სიის N489. ასევე სააღრიცხვო ბარათზე რეგისტრატორის აღნიშვნაში მითითებულია შემდეგი - ცნობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოდან N253, 02.08.2007 წ. მასზე დართული საკადასტრო ნახაზის თანახმად, N? ნაკვეთი არის ცარიელი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის გარეშე;

2009 წლის 18 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ა.ზ–უს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება - მდებარე წალკა, სოფ ......., ზონა – ?, სექტორი – ?, კვარტალი – ?, ნაკვეთი – ?, დაზუსტებული ფართობი 1166 კვ.მ. საცხოვრებელ სახლად მითითებულია - საერთო ფართი 107,40 კვ.მ., საიდანაც საცხოვრებელი ფართი - 77,9 კვ.მ., სამეურნეო ფართი - 30,11 კვ.მ.. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: მიწის (უძრავიქონების) სააღრიცხვო ბარათი N2135/2002წ. და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

2009 წლის 18 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების №28 თანახმად, ზ–ვა ა.სა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა წალკა, სოფელ ..... მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1166.00 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 107,20 კვ.მ., საცხოვრებელი ფართით 77,9 კვ.მ, დამხმარე ფართით 30,11 კვ.მ. საჯარო რეესტრში განაცხადის რეგისტრაციის N882009168244. საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა N2135/2002.

ხელშეკრულებას ხელს აწერს გამყიდველი ზ–ვა ა. და მყიდველი გ.ს–ძე; - 2009 წლის 24 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის N 882009174019) თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 1166 კვ.მ. საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ........ მესაკუთრედ აღირიცხა გ.ს–ძე. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N28 18.09.2009 წ. და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

2014 წლის 25 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წალკის რაიონის სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ...... საკუთრების უფლებით ირიცხება გ.ს–ძის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N28, დამოწმების თარიღი 18.06.2009 წ; - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის №305 თანახმად, 1997 წლის 11 მარტს წალკის რაიონის სოფ. ........ მცხოვრებ სონია პ. ასულ ზ–ვას სარგებლობის უფლებით გამოეყო 0,60 ჰა მიწის ფართობი სამ ნაკვეთად;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 თებერვლის წერილის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებული სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებულია უძრავი ქონება საკ კოდით რეგ ....... (85.18.08.472) N056. 03.09.2006 წ. რეგისტრირებულია პ/ნ გარეშე ა.ზ–ი (ზ–უ) საკუთრებად.

აღნიშნულ წერილზე დანართის სახით დართული 2006 წლის 03 სექტემბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის (განაცხადის რეგისტრაციის N 056) თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 1045 კვ.მ. სასოფლო საცხოვრებელი სახლის საკადასტრო კოდით: ..... მესაკუთრედ აღრიცხულია ა. ზ–უ. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია ტექ. პასპორტი N187, 01.09.07, ცნობა მუნიციპალიტეტის ორგანოდან N253, 02.09.07;

1999 წლის 29 ნოემბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის (განაცხადის რეგისტრაციის N 11612/99) თანახმად, წალკა, სოფელ ..... მდებარე 1213,83 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის საკადასტრო კოდით: ....... მესაკუთრედ აღრიცხულია პ.ა. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N136. მასზე დართული საკადასტრო ნახაზის თანახმად, №? ნაკვეთი არის ცარიელი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის გარეშე;

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის მ.ვ–იას მიერ გაცემული ექსპერტიზის N002612915 დასკვნის თანახმად, ხელმოწერები, ა.ზ–უს სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული შემდეგ საბუთებზე: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათზე, 15.05.02 წლის თარიღით, განაცხადის რეგისტრაციის N2135/2002, პირველ გვერდზე, გრაფაში: „მესაკუთრე და მისი მისამართი“, სიტყვების შემდეგ: ,,წალკა ....... სოფელი .......“ (ტ.2, ს.ფ. 111); საკადასტრო რუკაზე, 15.05.02 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ზედა მარცხენა გრაფაში, სიტყვების შემდეგ: ,,მოსარგებლე ოჯახი“ (ტ. 2, ს.ფ.112); მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 08.09.09 წლის თარიღით, მეორე გვერდზე, ფურცლის ბოლოს, მარცხენა გრაფაში: „დამკვეთი მისამართი“ და მესამე გვერდზე, გრაფებში: „დაინტერესებული პირი“ (ტ.2, ს.ფ. 114-115), შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ; რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერები, ა.ზ–უს სახელით, განლაგებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე შედგენილ განცხადებებზე, 11.06.09 წლის თარიღებით, ნაბეჭდი ტექსტების ბოლოს, მარჯვენა მხარეს, გრაფებში: ,,დაინტერესებული პირი“ (ტ.1, ს.ფ. 251,253), სავარაუდოა, რომ შესრულებულია არა ა.ზ–უს, არამედ სხვა პირის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, ნიმუშების სიმცირის გამო.

6.4. 17.06.2009 წელს, ზ–ვა ა.სა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება №25, წალკა, სოფელ ..... მდებარე 1901 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე (ტომი 2, ს.ფ. 39; 2009 წლის 17 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი №25).

6.5. 17.06.2009 წელს,ზ–ვა ა.სა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება №26, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2519,90 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე (ტომი 2; ს.ფ. 38; 2009 წლის 17 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი №26).

6.6. 17.06.2009 წელს, ზ–ვა ა.სა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება №27, წალკაში, სოფელ ..... მდებარე 2141 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე (ტომი 2; ს.ფ. 40; 2009 წლის 17 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი №27).

6.7. 18.06.2009 წელს, ზ–ვა ა.სა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, წალკა, სოფელ ..... მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, ფართობით 1166.00 კვ.მ და საცხოვრებელ სახლზე საერთო ფართობით 107,20 კვ.მ., საცხოვრებელი ფართით 77,9 კვ.მ, დამხმარე ფართით 30,11 კვ.მ.. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების (უნომრო, უთარიღო) ასლი, რომლის უკანა გვერდზე დატანილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შტამპი 18.06.2009 თარიღით. საქმეში ასევე წარმოდგენილია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი, რომლის თანახმად, ზ–ვა ა.სა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა წალკა, სოფელ ..... მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1166.00 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 107,20 კვ.მ., საცხოვრებელი ფართით 77,9 კვ.მ, დამხმარე ფართით 30,11 კვ.მ.. მასში ხელშეკრულების ნომერი (28), თარიღი (18.09.2009წ.), თანხა (5000 ლ.) შესრულებულია სხვადასხვა საწერი საშუალებით. ხელშეკრულებაზე დატანილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შტამპი თარიღით 18.06.2009. ხელშეკრულებას ხელს აწერს გამყიდველი ზ–ვა ა. და მყიდველი გ.ს–ძე (ტომი 1, ს.ფ.98-99; 2009 წლის 18 ივნისის უძრავი ქონების უნომრო და უთარიღო ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი; ტომი 1, ს.ფ.100; 2009 წლის 18 სექტემბრით დათარიღებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; ტომი 2, ს.ფ. 34; 2009 წლის 18 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი).

6.8. 17.10.2016 წელს, გ.ს–ძესა და ნ.ხ–ს შორის, უძრავ ქონებაზე, ს/კ ....., დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ.ხ–ის საკუთრებაში (ტომი 1; ს.ფ. 111-112; 2016 წლის 17 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; ს.ფ. 110; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

6.9. 30.11.2016 წელს, გ.ს–ძესა და გ.ს–ს შორის, უძრავ ქონებებზე (ს/კ ........., ს/კ .........., ს/კ .........) დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. მიწის ნაკვეთები უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ.ს–ის საკუთრებაში (ტომი 1, ს.ფ.114-115; 2016 წლის 30 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; ტომი 1, ს.ფ. 113; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ტომი 1, ს.ფ.117-118; 21 2016 წლის 30 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; ტომი 1, ს.ფ. 116; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ტომი 1, ს.ფ.120-121; 2016 წლის 30 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; ტომი 1, ს.ფ. 119; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

6.10. სააპელაციომ სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელში მითითებული სამართლებრივი ურთიერთობის ან ფაქტის აღიარების მიმართ. აღიარებითი სარჩელის სასამართლოში წარდგენისას, მხარე ვალდებულია მიუთითოს და სარწმუნოდ დაასაბუთოს ის იურიდიული ინტერესი, რომლიდან გამომდინარეც იგი მოახდენს თავის დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების რეალიზებას.

იურდიული ინტერესი არის ის სამართლებრივი სიკეთე, რომელიც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. სარჩელის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელის ფორმაში შესაბამისი გრაფა შევსებული იყოს, არამედ მხარის მიერ მითითებული ინტერესის ნამდვილობაც. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას.

6.11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, სადაც გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი სარჩელის დაკმაყოფილების მიმართ. კერძოდ, სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, ასევე, სადავო უძრავი ქონებების თავდაპირველ მესაკუთრეზე - ს.ზ–ზე (გარდაცვლილ დედაზე), საკუთრების უფლებით აღრიცხვას. პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მართალია სასამართლომ ბათილად ცნო: 1) გ.ს–ძესა და ნ.ხ–ს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე (ს/კ ........) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და 2) გ.ს–ძესა და გ.ს–ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს უძრავ ქონებებზე (ს/კ ........; ს/კ .........; ს/კ ..........) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა, აღნიშნულით, ვერ იქნა მიღწეული ის იურიდიული შედეგი, რაც მოსარჩელეს გააჩნდა წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების მიმართ, რაც გამოიხატა იმაში, რომ საბოლოოდ სადავო უძრავი ქონებები არ აღირიცხა მისი აწ. გარდაცვლილი დედის, ს.ზ–ს სახელზე.

6.12. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე გ.ს–ძე არ წარმოადგენდა უძრავი ნივთების კეთილსინდისიერ შემძენს. პალატამ განმარტა, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს.

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

6.14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ვლინდება, განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებთ. აღნიშნული უფლებების, გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია კი, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობის და კეთილსინდისიერების პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესი.

6.15. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი აღნიშნულ კონფლიქტს შემძენის სასარგებლოდ წყვეტს. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრების და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესი. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის და საიმედოობის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი გახდება. საჯარო რეესტრის მონაცემები მხოლოდ მაშინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსწოროდ, თუ ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ანუ პირველ შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შემძენმა იცოდეს, რომ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ამ უფლების შეძენის გარიგების დადებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შეძენის შესახებ გარიგების დადებამდე მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების შესახებ (საჩივრის გარდა), რის გამოც ეს ჩანაწერები უზუსტოა. მხოლოდ ამ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში უფლების შემძენი არ არის კეთილსინდისიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, შესაბამისად, რეესტრის მონაცემები მესამე პირისათვის ყოველთვის ითვლება სწორად და არ არის აუცილებელი დამატებით ამ სისწორის დადასტურება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. ზემოთ დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიულ განმსაზღვრელ ელემენტს – შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, შემძენის ინტერესების დამცავი ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის უზუსტობის თაობაზე.

6.16. შემძენის კეთილსინდისიერების მიმართ საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად საჯარო რეესტრი ერთის მხრივ სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო მეორეს მხრივ იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან.

6.17. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც, რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია. როდესაც სახეზე გვაქვს კონფლიქტი ნამდვილ მესაკუთრესა და მესამე პირს შორის, გადამწყვეტია იმის გარკვევა, თუ რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა - მესაკუთრეს თუ შემძენს და რა შემთხვევაში თითოეულს. ანუ იცავს თუ არა მსგავს სიტუაციაში შემძენს რომელიმე ნორმა, რაც დააბრკოლებდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

6.18. მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. მოცემული ნორმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. აღნიშნული კონფლიქტი კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების მიხედვით, შემძენის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს აქვს უფლება შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებლის მიმართ, ხოლო კეთილსინდისიერ შემძენს უნარჩუნდება საკუთრების უფლება.

6.19. აპელანტის იმ პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე იმ სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობის გამო, რაც მოცემულ შემთხვევაში უდავოა, მოპასუხე გ.საბაძეს სადავოდ ქცეული ნასყიდობის ხელშეკრულებებით არ წარმოშობია საკუთრების უფლება, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ იარსებებს, თუკი წინამდებარე დავის ფარგლებში სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების მხარის გ.ს–ის არაკეთილსინდისიერება ვერ იქნება დადასტურებული მოსარჩელე მხარის მიერ.

6.20. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გ. ს–ის, როგორც შემძენის, არაკეთილსინდისიერების შეფასების მიზნებისათვის, ყურადღება მიაქცია საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოდავე მხარეები არიან ნათესავები და ისინი ფლობენ ინფორმაციას ერთმანეთის ოჯახებისა და მათი წევრების შესახებ. შესაბამისად, გ.ს–ძემ იცოდა, ქონების მესაკუთრის მეუღლის გ. ზ–სის არსებობის თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოპასუხე გ.ს–ძეს უნდა სცოდნოდა ან გონივრული ეჭვის ფარგლებში უნდა ევარაუდა, რომ საჯარო რეესტრში ა.ზ–უს თაობაზე ჩანაწერი უზუსტო იყო. ამ კუთხით, საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ მოპასუხე გ.საბაძე თავად იღებდა მონაწილეობას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც დასტურდება წარმოებისას, მისი სახელით თანხების გადახდაში, რომელიც მიმართული იყო სადავო ქონებების რეგისტრაციის უფლებებში ცვლილებების შეტანაში, რაც შემდგომ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, ბათილად ცნობის საფუძველი გახდა.

6.21. ამდენად, ა.ზ–უს სახელზე სადავო უძრავი ქონებების გადაფორმებაში დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა მოპასუხე გ.ს–ძე, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული, რომ ს.ზ–ს ყველა უძრავი ქონება, ა.ზ–უს სახელზე გადაფორმებულიყო. გ.ს–ძემ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, არ უარყო ის ფაქტი, რომ ს.ზ–ს რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების განხორციელებისას ა.ზ–ვას სახელზე ქონების გადაფორმებაში, თანხას ის იხდიდა. ამდენად, მისთვის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრეების თაობაზე არა მარტო იმიტომ უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ მოდავე მხარეები არიან ნათესავები და ისინი ფლობენ ინფორმაციას ერთმანეთის ოჯახებისა და მათი წევრების შესახებ, არამედ, ასევე იმის გამო, რომ გ.საბაძე აქტიურად იყო ჩაბმული იმ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც მიმდინარეობდა ს.ზ–ს რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების განხორციელების კუთხით. შესაბამისად, მისთვის ხელმისაწვდომი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივის მიერ 2014 წლის 29 აგვისტოს გაცემული NAA2014046481-05 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, დგინდებოდა სადავო ქონებაზე სხვა მესაკუთრის უფლება.

6.22. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 170.1 და 54-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სადავო უძრავი ქონებები განკარგულ იქნა არამესაკუთრის, კერძოდ, კი იმ პირის მიერ, რომლის, როგორც მესაკუთრის სარეგისტრაციო ჩანაწერები ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით. ამასთან, დადგენილი იყო შემძენის (გ.საბაძის) არაკეთილსინდისიერება ამ ფაქტის მიმართ. შესაბამისად, აღნიშნული მოცემულობა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებულ ნაწილში, სადავო უძრავი ქონებების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ცნობილიყო ა.ზ–უსა და გ.ს–ძეს შორის 2009 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე (ს/კ ...., ს/კ ......., ს/კ ........), ასევე, ა.ზ–უსა და გ.ს–ძეს შორის 2009 წლის 18 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (ს/კ .......) და სადავო უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით უნდა აღრიცხულიყო თავდაპირველ მესაკუთრეზე - ს.ზ–ზე.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ს–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზე დაადგინა, რომ გ.ს–ძე არის არაკეთილსინდისიერი შემძენი, ვინაიდან იგი აქტიურად იყო ჩართული სარეგისტრაციო წარმოებაში. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ რეგისტრაციებში ცვლილებების განცხადებაზე მომსახურების საფასური გადახდილია გ.ს–ძის მიერ. ხსენებული ფაქტი არ გამორიცხავს მხარის კეთილსინდისიერებას, რადგან დადგენილია, რომ მხარეებს შორის ყიდვა-გაყიდვის გარიგება ამ რეგისტრაციამდე შედგა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო მოთხოვნის საგანთან მიმართებით ა.ზ–უს სარეგისტრაციო ორგანოსათვის მიმართული აქვს 2007 წლის 03 სექტემბერს, რა დროსაც გ.ს–ძე საერთოდ არ ფიგურირებდა ამ ურთიერთობაში. ამრიგად, ცალსახაა, რომ სააპელაციო პალატამ მიღებული გადაწყვეტილება არარსებულ ფაქტობრივ გარემოებას დააფუძნა.

7.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ ა.ზ–უმ 2007 წლის 03 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მიწისა და უძრავი ქონების (მდებარე წალკა, სოფ. ........) საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

განცხადებას თან ერთვოდა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ავრალნოში გამგებლის რწმუნებულის მიერ 2007 წლის 02 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ა.ზ–უ.

2007 წლის 01 სექტემბრით დათარიღებულია ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, სადაც სახლის მფლობელად ჩაწერილია ა.ზ–უ.

2002 წლის 15 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში მითითებული უძრავი ქონების მახასიათებლები და მესაკუთრის განყოფლებაში კ.ვ. ოჯახი გადახაზულია აღნიშვნით შეცდომა და მითითებულია - ზ. ა., უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საგადასახადო სიიის № - 489.

საქმეში არსებული საარქივო ცნობით და 1997 – 2005 წლები კომლის შემადგენლობით დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და სახლთმფლობელობა ეკუთვნოდა კომლის წევრებს: ს.ზ., რომელიც გარდაცვლილია 1997 წლის 15 სექტემბერს, გიორგი ზ–ვი (ამჟამინდელი მოსარჩელე), ა.ზ–ვა (რძალი) და შვილიშვილები - ა. და ნ..

ამ მონაცემების ერთობლიობაში შეფასებით სრულიად ლეგიტიმურია კ.ვ. ოჯახის შეცდომის გამო გადახაზვა და ერთ-ერთი კომლის წევრის ა.ზ–უს სახელზე გადაწერა.

2009 წლის 18 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ა.ზ–უს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელიც სააპელაციო საჩივრის საგანი იყო, სწორედ 2007 წლის 03 სექტემბრის ა.ზ–უს განცხადებისა და ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების საფუძველზეა განხორციელებული, ხოლო ამ პერიოდისათვის საერთოდ არ არსებობდა გ.ს–ძე. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით და არც მიმდინარე პროცესებზე, სადავოდ არავის გაუხდია ა.ზ–უს საგადასახადო სიაში არსებობის ფაქტი, რაც დასტურია იმისა რომ ერთადერთი ოჯახის წევრი ვინც საგადასახადო სიაში შედიოდა იყო სწორედ ა.ზ–უ.

ამ ფაქტს მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ ა.ზ–უ მიგრაციის შემდეგ ოჯახის წევრებიდან ყველაზე ინტენსიურად ურთიერთობდა საქართველოსთან და სოფელთან. მოსარჩელეს მშობლების გარდაცვალების შემდეგ შეუძლებელია არ სცოდნოდა ამ გარემოების შესახებ. ხოლო ზემოაღნიშნული დოკუმენტების სიყალბე, გარდა გადახაზული ოჯახისა არავის დაუდგენია, შესაბამისად, უტყუარია ის ფაქტი, რომ წლებთან მიმართებით გ.ს–ძეს ამ დროსთან ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დააკავშირებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე არ გამორიცხულა ა.ზ–უს ხელმოწერის არსებობა, ამასთან სხვა დოკუმენტებთან მიმართებით სხვა დასკვნა არ არის და ამის მიზეზი ნიმუშების არასაკმარისობაა, რაც ა.ზ–უს შეეძლო წარედგინა, თუმცა ამას თავი აარიდა ისე როგორც სამოქალაქო დავის პროცესში დანიშნულ ექსპერტიზებს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ ადმინისტრაციულ პროცესში ჩატარებულ არაკატეგორიულ სავარაუდო დასკვნას მიანიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, ხოლო მეორე მხრივ - სადავო გარიგებაზე ხელმოწერის კატეგორიული დასკვნა უგულებელყო და ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ დაასაბუთა, რაც სასამართლოს მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

7.3. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ გ.ს–ძე სადავო უძრავი ნივთების არაკეთილსინდისიერი შემძენია. აღნიშნული დასკვნის გამოტანის ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ მხარეთა შორის არსებობს ნათესაური კავშირი, რის გამოც, კასატორს უნდა სცოდნოდა ან გონივრული ეჭვის ფარგლებში ევარაუდა, რომ საჯარო რეესტრში ა.ზ–უს თაობაზე ჩანაწერი იყო უზუსტო.

აღნიშნული შემძენისათვის ისეთი გარემოების ცოდნის მოთხოვნაა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ მას პრაქტიკულად დააკისრა ტვირთი, რომ გაერკვია 2002 წლისა და 2007 წლის ა.ზ–უს მიერ საჯარო რეესტრში შეტანილი დოკუმენტების არათუ რევიზია, არამედ - საგამოძიებო ფუნქციის განხორციელებაც.

გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე დაასკვნა საბოლოოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, რომ კასატორი არაკეთილსინდისიერი შემძენია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა.

7.4. იმ შემთხვევაში, თუკი ნათესაურ კავშირს მიენიჭა მნიშვნელობა, საყურადღებოა, რომ გ.ს–ძის ოჯახს სწორედ რომ ჰქონდა ინფორმაცია კომლის უფროსების გარდაცვალების თაობაზე და იმ გარემოებაზე, რომ ამ უძრავი ნივთების მემკვიდრეები იყვნენ მოსარჩელე და ა.ზ–უ, რომლებიც მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ განქორწინდნენ და მათ შორის ქონებრივი ან სხვა დავა არასდროს წარმოშობილა. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა შეპარვოდა ეჭვი გ.ს–ძეს, რომ ა.ზ–უ მოქმედებდა მოსარჩელესთან (მეუღლესთან) შეთანხმებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, აღნიშნული გარიგებები კასატორმა და მისმა ოჯახმა პრაქტიკულად შეათანხმა მოსარჩელესთან, რაც დადასტურდა კიდეც მოწმეთა ჩვენებებით.

7.5. საყურადღებოა, რომ კასატორს ა.ზ–უს 2007 წლის განცხადებასთან რაიმე შემხებლობა არ აქვს, ხოლო 2009 წლის 18 ივნისის რეგისტრაცია ა.ზ–უს სახელზე განხორციელდა სწორედ იმ დროს წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. ამრიგად, კასატორის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევა, შეუძლებელია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ა.ზ–უსა და გ.ს–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და გ.ს–ძის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის მართლზომიერება.

12. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12.1. 17.06.2009 წელს, ა.ზ–ვასა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება №25, წალკა, სოფელ ..... მდებარე 1901 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე.

12.2. 17.06.2009 წელს, ა.ზ–ვასა და გ.ს–ძეს შორის დაიდო №26 ნასყიდობის ხელშეკრულება, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2519,90 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე.

12.3. 17.06.2009 წელს, ა.ზ–ვასა და გ.ს–ძეს შორის დაიდო №27 ნასყიდობის ხელშეკრულება, წალკა, სოფელ ..... მდებარე 2141 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე.

12.4. 18.06.2009 წელს, ა.ზ–ვასა და გ.ს–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, წალკა, სოფელ ..... მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, ფართობით 1166.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლზე საერთო ფართობით 107.20 კვ.მ., საცხოვრებელი ფართით 77.9 კვ.მ, დამხმარე ფართით 30.11 კვ.მ..

12.5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 11 ივნისს ა.ზ–უს სახელზე უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით: №......, №........., №...... საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

12.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 18 ივნისს ა.ზ–უს სახელზე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით №.... საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

12.7. სადავო უძრავი ნივთებზე, ა.ზ–უს საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, აღრიცხული იყო ს.ზ–ს საკუთრების უფლება.

12.8. მოსარჩელე და კასატორი არიან ნათესავები და ფლობენ ინფორმაციას ერთმანეთის ოჯახების და მათი წევრების შესახებ.

12.9. სადავო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ა.ზ–უს სახელით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურში, 2009 წლის 11 ივნისს შეტანილ განცხადებებზე მომსახურების საფასური გადახდილია კასატორის მიერ.

13. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გ.ს–ძესა და ნ.ხ–ს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე (ს/კ .....), ხოლო გ.ს–ძესა და გ.ს–ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს უძრავ ნივთებზე (ს/კ .....; ს/კ .........; ს/კ .........) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, კანონიერ ძალაშია შესული.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

„საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384).

„ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალქო ბრუნვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411).

„საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309). „საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსი უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“.(იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.105).

ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი - ყოველ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება - ასევე მოიცავს მატერიალური ინტერესის არსებობას, როგორც საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ 1983 წელს საქმეში: Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის N. 8588/79, 8589/79; 1983); იხ.აგრეთვე: შპს „J.A.Pye (Oxford) და შპს “J.A. Pye ( Oxford) Land” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადის N. 44302/02, §61, 30 აგვისტო, 2007). „მესაკუთრესა და ნივთს შორის არსებული ურთიერთობა ვერ განხორციელდება, თუ არ არსებობს ამ ურთიერთობისადმი ყველას პატივისცემა. საკუთრების სანივთო უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთობის დონეზე. პატივისცემას ექვემდებარება საკუთრების როგორც სუბსტანცია, ისე მისი შინაარსი“ (იხ. ბ.ზოიძე, სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში, თბილისი, 2013, გვ.224).

საკუთრების უფლება სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა ქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორცილება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა (იხ. სუსგ. №ას-402-2021, 04.11.2021 წ.).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონების განკარგვის, მათ შორის გაყიდვის უფლებამოსილება მხოლოდ რეგისტრირებულ მესაკუთრეს გააჩნია.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებში სადავო უძრავი ნივთების გაყიდვის ნება გამოვლენილია საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არარეგისტრირებული პირის მიერ, ვინაიდან, ადმინისტრაციული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით გაბათილდა მათზე ა.ზ–უს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, ა.ზ–უმ განკარგა უძრავი ნივთები, რომელიც მას საკუთრების უფლებით არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას რეალურად მოხდა არანამდვილი მესაკუთრე პირისა და შემძენის ნებათა თანხვედრა. აღნიშნული კი მეტყველებს სადავო ქონების არამესაკუთრის ნების გამოვლენით გასხვისებაზე, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მესაკუთრის უფლება და, შესაბამისად, კანონით დადგენილი წესი, რაც, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ამ გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველია.

15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა თავდაპირველი ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას კასატორის, როგორც შემძენის კეთილსინდისიერების საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ადგენს საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირის მიერ ქონების განკარგვის შემთხვევაში, საკუთრების შემძენზე გადასვლას, თუ გარიგებას სასყიდლიანი ხასიათი აქვს და შემძენმა არ იცოდა, რომ გამსხვისებელი არაუფლებამოსილი იყო. ამდენად, კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტია, თუ ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა - მესაკუთრეს თუ შემძენს და რა შემთხვევაში თითოეულს. ანუ, იცავს თუ არა მსგავს სიტუაციაში შემძენს რომელიმე ნორმა, რაც დააბრკოლებდა სარჩელის დაკმაყოფილებას: მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია (იხ. სუსგ №ას-1387-2020, 11.03.2021 წ.).

შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

აღნიშნული კონფლიქტი კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების მიხედვით, შემძენის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს აქვს უფლება, შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებლის მიმართ, ხოლო კეთილსინდისიერ შემძენს უნარჩუნდება საკუთრების უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ კეთილსინდისიერება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს და არა ობიექტურს. ამასთან, კეთილსინდისიერება არსებობს უფლების წარმოშობამდე. საჯარო რეესტრის უსწორობის ცოდნასთან მიმართებით, უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო, თავის მხრივ, შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება (იხ. სუსგ. №ას-189-182-2013, 16.01.2014წ.).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით დადგენილია საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რომელიც ვრცელდება მხოლოდ რეგისტრაციაუნარიან უფლებებზე (იხ. სუსგ №ას-675-642-2014, 08.04.2015 წ.) და, ამასთანავე, კეთილსინდისიერ შემძენს იცავს არა ყოველგვარი გარიგებისას, არამედ მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებების დადებისას (იხ: სუსგ №ას-491-465-2015,17.06.2015წ).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით არის გამოწვეული. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერება მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი, ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას გულისხმობს. აღნიშნული, ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას არ ნიშნავს. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულების გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია. შესაბამისად, ამგვარი კატეგორიის დავების განხილვისას, შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენის მიზნებისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იცოდა, თუ არა მან ჩანაწერის უზუსტობის შესახებ და გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამდენად, საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს არ შეესაბამება, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია. რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრის სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ევალება დაარეგისტრიროს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ნამდვილი, კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი უფლებები, თუმცა, რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება სხვაგვარი დაშვების ალბათობას არ გამორიცხავს (იხ. სუსგ. №ას-189-182-2013; №ას-1089-1009-2017).

სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ვლინდება, განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებთ. აღნიშნული უფლებების, გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია კი, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობის და კეთილსინდისიერების პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე და კასატორი არიან ნათესავები და ფლობენ ერთმანეთის შესახებ ინფორმაციას, ასევე, უდავოა, რომ სადავო უძრავ ნივთებზე ა.ზ–უს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (შემდგომში ბათილად ცნობილი) განხორციელდა კასატორის მონაწილეობით და დახმარებით.

მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, იქმნება პრეზუმფცია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე კასატორისთვის ცნობილი იყო საჯარო რეესტრში ნასყიდობის საგნების მესაკუთრის შესახებ არსებული ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე. თავად კასატორის მითითებით, ყიდვა-გაყიდვის გარიგება მხარეებს შორის უძრავი ნივთების რეგისტრაციამდე შედგა. შესაბამისად, აღნიშნული პრეზუმფციის გაბათილების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, თუმცა მან მასზე გადასული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.

16. გამომდინარე იქიდან, რომ კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ.ს–ძესა და ნ.ხ–ს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე (ს/კ .....), ხოლო გ.ს–ძესა და გ.ს–ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს უძრავ ნივთებზე (ს/კ .....; ს/კ .....; ს/კ .....) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად გააბათილა მითითებულ უძრავ ნივთებზე კასატორსა და ა.ზ–უს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკასაციო პალატს მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთები გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად აღირიცხა საკუთრების უფლებით პირვანდელი მესაკუთრის - ს.ზ–ს სახელზე.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2276.49 ლარის 70% – 1593.54 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.ს–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2276 ლარის და 49 თეთრის (საგადახდო დავალება №0, რეფერენსი №318530, გადახდის თარიღი: 05.01.2022წ, გადახდილი თანხა - 1350 ლარი, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“; საგადახდო დავალება №0, რეფერენსი №318540, გადახდის თარიღი: 05.01.2022წ, გადახდილი თანხა - 926.49 ლარი, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“;) 70% – 1593.54 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი