Facebook Twitter

საქმე №ა-1544-შ-40-2023 19 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.მ–კო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების (N732/759/19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით (N732/759/19) ქორწინება შეწყდა საქართველოს მოქალაქე ი.ს–ძესა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი, დაბადებული 1989 წლის 29 მარტს, პირადი ნომერი - ...., რეგისტრაციის ადგილი - 6010, საქართველო, ქ.ბათუმი, .......) და უკრაინის მოქალაქე ტ.ვ. ასულ მ–ოს (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე, დაბადებული 1985 წლის 10 ოქტომბერს, რეგისტრაციის ადგილი - ჩერნიგოვის ოლქი, გოროდნიას რაიონი, სოფელი ......, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათის სარეგისტრაციო ნომერი 3132901045, რომელიც დარეგისტრირდა 2016 წლის 24 ივნისს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერის ნომერი 77163....) შორის.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 19 აგვისტოს.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და ითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით (N732/759/19) ქორწინება შეწყდა მოსარჩელესა (დაბადებული 1989 წლის 29 მარტს, პირადი ნომერი - ...., რეგისტრაციის ადგილი - 6010, საქართველო, ქ.ბათუმი, .....) და მოპასუხეს (დაბადებული 1985 წლის 10 ოქტომბერს, რეგისტრაციის ადგილი - ჩერნიგოვის ოლქი, გოროდნიას რაიონი, სოფელი ......., გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათის სარეგისტრაციო ნომერი 3132901045, რომელიც დარეგისტრირდა 2016 წლის 24 ივნისს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერის ნომერი 7716300..) შორის.

ზემომითითებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2019 წლის 19 აგვისტოდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში - საერთაშორისო ხელშეკრულება) პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურასა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებები, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.

საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

საერთაშორისო ხელშეკრულების 40.1 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე.

8. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის/ცნობაზე უარის საფუძვლები მოცემულია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ასევე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.2 მუხლში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებული მოთხოვნები დაცულია, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და უცხო ქვეყნის სასამართლოს წარმოდგენილი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ს–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება (N732/759/19), რომლითაც ქორწინება შეწყდა საქართველოს მოქალაქე ი.ს–ძესა (დაბადებული 1989 წლის 29 მარტს, პირადი ნომერი - ......, რეგისტრაციის ადგილი - 6010, საქართველო, ქ.ბათუმი, ....) და უკრაინის მოქალაქე ტ.ვ. ასულ მ–ოს (დაბადებული 1985 წლის 10 ოქტომბერს, რეგისტრაციის ადგილი - ჩერნიგოვის ოლქი, გოროდნიას რაიონი, სოფელი ....., გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათის სარეგისტრაციო ნომერი 3132901045, რომელიც დარეგისტრირდა 2016 წლის 24 ივნისს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერის ნომერი 7716300..) შორის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე