საქმე №ა-1753-შ-44-2023 19 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.გ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.პ–ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების (N2 F 44/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით (N2 F 44/22) შეწყდა გ.გ–იასა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და ნ.პ–ოს (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2018 წლის 14 აგვისტოს ზალცბურგის/ავსტრიის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო რეესტრის ნომერი #031059/2018).
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 24 მაისს.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით (N2 F 44/22) შეწყდა მოსარჩელესა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის 2018 წლის 14 აგვისტოს ზალცბურგის/ავსტრიის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო რეესტრის ნომერი #031059/2018).
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 24 მაისს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
6. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება (N2 F 44/22) რომლითაც შეწყდა გ.გ–იასა და ნ.პ–ოს შორის 2018 წლის 14 აგვისტოს ზალცბურგის/ავსტრიის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო რეესტრის ნომერი #031059/2018).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე